Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკავაზისა და ღვინის შესახებმუხლი 31

ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 31. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტირების წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 3 იან. 2028
თემები:ალკოჰოლი და თამბაქომედიკამენტების რეგულირებასავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტირება სავალდებულოა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ყველა სავალდებულო ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციას შეიძლება დაემატოს ამ კანონით განსაზღვრული სხვა ნებადართული ინფორმაცია.

3.საქართველოში წარმოებული ან საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: ა) პროდუქტის დასახელება; ბ) პროდუქტის ნომინალური მოცულობა; გ) პროდუქტის ფაქტობრივი სპირტშემცველობა; დ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის შემთხვევაში – შესაბამისი ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, აგრეთვე აღნიშვნა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“, რომელიც შეიძლება ჩაანაცვლოს სააგენტოს მიერ დამტკიცებულმა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ნიშანმა ან აბრევიატურამ; ე) სპეციალური ღვინის შემთხვევაში – შესაბამისი კატეგორიის დასახელება; ვ) პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის დასახელება; ზ) პროდუქტის მწარმოებლის დასახელება და მისამართი, ჩამომსხმელის დასახელება და მისამართი, თუ პროდუქტის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია, ხოლო საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმლის შემთხვევაში – იმპორტიორის დასახელება და მისამართი; თ) ლოტის ნომერი; ი) აღნიშვნა „შეიცავს სულფიტებს“, თუ 1 ლიტრ პროდუქტში სულფიტების შემცველობა 10 მილიგრამს აღემატება.

4.დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება და აღნიშვნა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“ თანამიმდევრულად უნდა იყოს მითითებული.

5.დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას, მისი განთავსების ფორმის, ზომისა და ადგილის გათვალისწინებით, მომხმარებელი ალკოჰოლიანი სასმელის კატეგორიასთან დაკავშირებით შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .18 3 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4550 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 3 იან. 2028). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 5 მაი. 2011-დან · იცვლება 3 იან. 2028-დან

1. სარეალიზაციოდ ჩამოსხმული პროდუქციის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას: ა) პროდუქციის სახელწოდებას; ბ) ნომინალურ მოცულობას; გ) ფაქტობრივ მოცულობით სპირტშემცველობას; დ) სუფრის ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „სუფრის ღვინო“; ე) მხარის ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „მხარის ღვინო“ და მხარის დასახელებას; ვ) ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო“; ზ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი (ა.დ.კ.) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების ღვინო“ (ან „ა.დ.კ.“) და წარმოშობის ადგილის (სპეციფიკური ზონის) დასახელებას ცალკე ან ამ აღნიშვნასთან ერთად; თ) აღნიშვნას „ქართული ღვინო“; ი) ცქრიალა, შუშხუნა, შემაგრებული და არომატიზებული ღვინოების შემთხვევაში – შესაბამის აღნიშვნას: „ცქრიალა ღვინო“, „შუშხუნა ღვინო“, „შემაგრებული ღვინო“, „არომატიზებული ღვინო“; კ) მწარმოებლის დასახელებას; ლ) ჩამომსხმელის დასახელებას, თუ პროდუქციის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია; მ) ლოტის ნომერს (ნებადართულია, აღინიშნოს კონტრეტიკეტებზე). 2. ღვინის ბრენდის ეტიკეტზე აღინიშნება აგრეთვე კუპაჟში გამოყენებული საბრენდე სპირტის საშუალო ასაკი. 3. ცქრიალა ღვინის ეტიკეტირება უნდა მოხდეს მისი წარმოების ადგილზე. 4. ექსპორტირებისას პროდუქციის ეტიკეტზე უნდა იყოს აღნიშვნა „დამზადებულია საქართველოში“. 5. (ამოღებულია – 19.04.2011, №4550). საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .18 3 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4550 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 იან. 2028 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021

    31-ე მუხლის პირველ პუნქტსა და მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ღვინისა და სპირტიანი სასმელის მითითება ჩანაცვლდა ერთიანი ცნებით „ალკოჰოლიანი სასმელი“.

  2. 3 იან. 2028 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2017

    31-ე მუხლში სარეალიზაციოდ ჩამოსხმული პროდუქციის ეტიკეტის ძველი ჩამონათვალი შეიცვალა სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ღვინისა და სპირტიანი სასმელის სავალდებულო ეტიკეტირებით, ალკოჰოლიანი სასმელის სავალდებულო რეკვიზიტებით (მე-3 პუნქტი) და დაცული დასახელებებისა და აღნიშვნების წესებით (მე-4 და მე-5 პუნქტები).

  3. 5 მაი. 2011

    31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულია: ეტიკეტზე „სამტრესტის“ მიერ ჰოლოგრამა „მოწონებულია“-ს დატანის წესი ამ მუხლში აღარ არსებობს.

  4. 1 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 18 ივნ. 2007

    31-ე მუხლში გაფართოვდა სავალდებულო ეტიკეტის ნუსხა (პირველი პუნქტი), დაზუსტდა ბრენდის ასაკის აღნიშვნა, შეიცვალა ცქრიალა ღვინისა და ექსპორტის წესები (მე-3, მე-4 პუნქტები) და ა.დ. ღვინოებისთვის დაემატა ჰოლოგრამა (მე-5 პუნქტი).

  5. 1 იან. 2003· გამოქვეყნდა 23 ივლ. 2002

    31-ე მუხლის პირველ პუნქტში ეტიკეტის აუცილებელი აღნიშვნების ჩამონათვალი ახლებურად განისაზღვრა და დაემატა ღვინის ტიპის, წარმოშობის ადგილისა და ჩამომსხმელის მითითებები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეგიონული სავაჭრო ნიშნების სტრატეგია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ალკოჰოლის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ალკოჰოლური სასმელების სამართალისერვისის გვერდი
  • მეღვინეობის სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 ივნ. 2026 · №18

  • 5 ცვლილება · ბოლო 22 ნოე. 2021
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 33

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 33²ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება
  • 33ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე სავალდებულო ინფორმაციის მითითების წესი
  • 32ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მისათითებლად ნებადართული ინფორმაცია

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 18ეტიკეტირების წესი

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 27ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე ოფიციალური სიმბოლოსა და წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების წ
  • 19სახელმწიფო კონტროლი
  • 5განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 192აქციზური მარკები

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 28ეტიკეტირება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 78¹ (დანართი 1)არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება
  • 78 (დანართი 1)აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება

ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

  • 23

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
233333²3219278¹ (…78 (დ…18282719531
მითითებამნიშვნელობით ახლოსვაზისა და ღვინის შესახ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს საგადასახა…ადამიანის სისხლისა და …გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026