ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 44. ფასიანი ქაღალდები და გარიგების მონაწილეები, რომლებზედაც ვრცელდება გაყალბებისა და ბაზრის მანიპულაციის აკრძალვის მოთხოვნები

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ თავით დადგენილი წესები ვრცელდება შემდეგ ფასიან ქაღალდებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე: ა) საჯარო ფასიანი ქაღალდები; ბ) ფასიანი ქაღალდები, რომელთა საჯარო შეთავაზება ან საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება მოთხოვნილია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ან/და საფონდო ბირჟისთვის წარდგენილი ემისიის პროსპექტით/განცხადებით; გ) სამთავრობო ფასიანი ქაღალდები; დ) სხვა ფასიანი ქაღალდები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა ფასი/ღირებულება დამოკიდებულია ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებზე ან გავლენას ახდენს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ფასზე/ღირებულებაზე.

2.ამ თავის მოქმედება ვრცელდება ემიტენტზე, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე ემიტენტზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ან/და საფონდო ბირჟისთვის წარდგენილი ემისიის პროსპექტით/განცხადებით მოთხოვნილი აქვს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება. დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში ემიტენტად მიიჩნევა იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილებითაა წარმოდგენილი.

3.ამ თავის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარიგებაზე, დავალებაზე, ურთიერთობაზე, მიუხედავად იმისა, იგი საფონდო ბირჟაზე ხორციელდება თუ არა.

4.ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოქმედებაზე/უმოქმედობაზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ.

5.ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 45 1 მუხლის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე ბენჩმარკთან დაკავშირებულ ქმედებაზე.

6.ამ თავით დადგენილი წესები არ ვრცელდება უფლებამოსილი ორგანოს და მისი სახელით მოქმედი პირის იმ ქმედებაზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონეტარული ან სავალუტო პოლიტიკის განხორციელებას, ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენას ან სახელმწიფო ვალის მართვას, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებზე. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ თავით დადგენილი წესები ვრცელდება შემდეგ ფასიან ქაღალდებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე: ა) საჯარო ფასიანი ქაღალდები; ბ) ფასიანი ქაღალდები, რომელთა საჯარო შეთავაზება ან საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება მოთხოვნილია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ან/და საფონდო ბირჟისთვის წარდგენილი ემისიის პროსპექტით/განცხადებით; გ) სამთავრობო ფასიანი ქაღალდები; დ) სხვა ფასიანი ქაღალდები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა ფასი/ღირებულება დამოკიდებულია ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებზე ან გავლენას ახდენს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ფასზე/ღირებულებაზე. 2. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ემიტენტზე, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე ემიტენტზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ან/და საფონდო ბირჟისთვის წარდგენილი ემისიის პროსპექტით/განცხადებით მოთხოვნილი აქვს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება. დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში ემიტენტად მიიჩნევა იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილებითაა წარმოდგენილი. 3. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარიგებაზე, დავალებაზე, ურთიერთობაზე, მიუხედავად იმისა, იგი საფონდო ბირჟაზე ხორციელდება თუ არა. 4. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოქმედებაზე/უმოქმედობაზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ. 5. ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 45 1 მუხლის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე ბენჩმარკთან დაკავშირებულ ქმედებაზე. 6. ამ თავით დადგენილი წესები არ ვრცელდება უფლებამოსილი ორგანოს და მისი სახელით მოქმედი პირის იმ ქმედებაზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონეტარული ან სავალუტო პოლიტიკის განხორციელებას, ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენას ან სახელმწიფო ვალის მართვას, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებზე. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნინო ხუციშვილი

ნინო ხუციშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4545¹110¹105211141732¹5234¹1244
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ეროვნული ბ…დემატერიალიზებული ფასი…საერთაშორისო კერძო სამ…სახელმწიფო ვალის შესახ…რეკლამის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა