Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებმუხლი 4¹

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 4¹. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

რედაქცია №78 კონსოლიდირებული · 14 სექ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) კომპეტენციაა: ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება; გ) მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ე) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად, სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია; ზ) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების (მათ შორის, ლექსიკოგრაფიული პროგრამების) შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი; თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება; ი) ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთის ქვეყნებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და მისი მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისა და შეხვედრების ორგანიზება; კ) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; მ) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2.საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება; ბ) პრესღონისძიებების, კერძოდ, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა და განხორციელება; გ) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების, საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება; დ) კამპანიური ხასიათის ცალკეული პროექტების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ე) მასმედიის ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება; ვ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება და სამინისტროს საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3.შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიკურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება; თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ი) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; კ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ლ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; მ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; ო) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; პ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; პ 1 ) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, განმარტებისა და დოკუმენტის მოთხოვნა-მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების  შექმნის  მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით გამოძახება; შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების კანონშესაბამისი მოთხოვნის, მითითების ან დავალების შეუსრულებლობა სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მიერ გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; პ 2 ) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად,  სამინისტროს სისტემის თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობის მოთხოვნა, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით სარგებლობა მოქმედი კანონმდებლობით  დადგენილი წესით; ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, მისი თანამშრომლების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების მინისტრისათვის წარდგენა; რ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს ; ს ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

4.სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა; ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა; ვ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; ზ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა; თ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; ი) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება; კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება ; ლ 1 ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა , სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება ; ლ 2 ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა; ლ 3 ) სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ლ 4 ) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, თანამდებობების აღწერების შედგენის პროცესის კოორდინირება; ლ 5 ) პერსონალის შერჩევა, კონკურსების ორგანიზება, ასევე  სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება; ლ 6 ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა; ლ 7 ) თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება, ასევე სამინისტროს სისტემის შესაბამის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების წარდგენის/აღრიცხვის კონტროლი; ლ 8 ) სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი, ასევე სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა/ორგანიზება და ამ მიზნით, შესაბამისი რესურსების მოძიება; მ ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

5.ეკონომიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა : ა) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ეკონომიკური, ფინანსური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; ბ) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური/ფინანსური საქმიანობის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია; გ) სამინისტროს სისტემის წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, შემუშავება და ბიუჯეტის შესრულების კოორდინაცია და კონტროლი; დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ნაერთი ბალანსის შედგენა; ე) სამინისტროს შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება; ვ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება; ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების ქონების აღრიცხვა, ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; თ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება ; ი ) ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

6.ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ამოცანებია : ა) ზოგადი განათლების საფეხურებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა; ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამის პილოტირება და მისი დანერგვის ხელშეწყობა; გ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და დანერგვის მონიტორინგი; დ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო, ეროვნული და რეგიონული საგანმანათლებლო პროგრამების ინიცირება, მათში მონაწილეობა და კოორდინაცია; ე) ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიანად დანერგვისთვის შესაბამისი პროგრამების შემუშავება და სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმის თანმხლები დოკუმენტების მომზადება: საგნობრივი და მეთოდოლოგიური გზამკვლევები, სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული და საგნობრივი ნაწილის სატრენინგო პროგრამები, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო რესურსების ეფექტიანად გამოყენების მეთოდოლოგიური გზამკვლევები და სხვა; ვ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შესაფასებლად კვლევების ჩატარება, ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული ნაწილის, საგნობრივი პროგრამების, მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის, სახელმძღვანელოების ეფექტიანად გამოყენების და სასწავლო მეთოდიკის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით; ზ) ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარებაზე პასუხისმგებელ სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით; თ) ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებზე დაფუძნებული დამხმარე სასწავლო მასალების განვითარება; ი) საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის ზოგადი განათლების ტერმინებისა და ცნებების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; კ) სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენა; ლ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირება ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ და პროგრამულ საკითხებზე; მ) (ამოღებულია - 15.02.2017, №84); ნ) (ამოღებულია - 15.02.2017, №84); ო) (ამოღებულია - 15.02.2017, №84); პ) (ამოღებულია - 15.02.2017, №84); ჟ) (ამოღებულია - 15.02.2017, №84); რ) (ამოღებულია - 15.02.2017, №84); ს) (ამოღებულია - 15.02.2017, №84); ტ) (ამოღებულია - 15.02.2017, №84); უ) (ამოღებულია - 15.02.2017, №84); ფ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური და ხელმისაწვდომი განათლების ფორმების დანერგვისთვის რეკომენდაციების შემუშავება ; ქ) ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება; ღ) ინკლუზიური განათლების გაძლიერება ინკლუზიური განათლების მოდელის შესაბამისად; ყ) ინკლუზიური განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; შ) ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე ადგილობრივ/საერთაშორისო და სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ჩ) ინკლუზიური განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია; ც) ინკლუზიური განათლების საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა; ძ) განვითარების შეფერხების ( შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის ) , სენსორული ( სმენისა და მხედველობის ) და ქცევისა და ემოციური ( ასოციალური , აგრესიული და დაუმორჩილებელი ქცევის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება , რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის , გუნება - განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანმდევი სიმპტომი ) დარღვევების მქონე პირებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადი , პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა ; წ) ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა; ჭ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება ; ხ ) ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

7.ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა : ა) ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ზოგადი განათლების განვითარების სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; გ) ზოგადი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა; დ) ზოგადი განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია; ე) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩატარება; ვ) სასწავლო პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის განხორციელებით; ზ) საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნაში მონაწილეობა; თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელება. სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული და საერთაშორისო პროგრამების შემუშავება, განხორციელება; თ 1 ) სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების პროცესის ადმინისტრირება; გრიფირებული სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის წარმოება; გრიფირებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოება; ი) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება-განხორციელება; კ) მულტილინგვური განათლების განვითარება და მისი დანერგვის ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამების საშუალებით; ლ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია; მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების კოორდინაცია; ნ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან ინფორმაციის და რეკომენდაციების მიღება/დამუშავება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება; ნ 1 ) სასწავლო რესურსების შეფასების პროცესის ადმინისტრირება; ო) მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება ზოგადი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით; ო 1 ) სკოლამდელი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება , განხორციელების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა; ო 2 ) სკოლამდელი განათლების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; ო 3 ) სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალიტეტების კონსულტირება და მხარდაჭერა, განათლების კომპონენტი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით; ო 4 ) სკოლამდელი განათლების განვითარების მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება/განხორციელება; ო 5 ) სკოლამდელი განათლების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებების გატარება; ო 6 ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების შემუშავება, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის შემუშავება/განვითარება; ო 7 ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შეთანხმება; ო 8 ) ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისათვის ხელის შეწყობა; ო 9 ) ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო მეთოდოლოგიური რესურსების მომზადება და ამ რესურსების მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ო 10 ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით, საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შემუშავება, მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ო 11 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების განხორციელება; პ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება ; ჟ ) ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

8.პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა : ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება; გ) პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების განხორციელების კოორდინაცია; დ) პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, ღია კონკურსების ორგანიზება, პროექტების შეფასებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კონტროლი; ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა; ვ) მთელი ცხოვრების განმავლობაში, სწავლის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა,  ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარებასა და დანერგვაში მონაწილეობა; ზ) (ამოღებულია - 17.06.2016, №271); თ) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა; ი) (ამოღებულია - 17.06.2016, №271); კ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელების მიზნით; ლ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში მონაწილეობა; მ) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო სათათბირო ორგანოების ინსტიტუციური მხარდაჭერა; ნ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა; ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება ; პ ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

9.უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტისკომპეტენციაა : ა) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება; გ) სისტემის სრულყოფის მიზნით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება; დ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილურობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა; ე) მეცნიერების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება; ვ) მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებების მომზადება; ზ) ახალგაზრდობის მეცნიერების სფეროში ჩაბმის მიზნით უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება; თ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; ი) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება; კ) (ამოღებულია - 13.01.2017, №9); ლ) (ამოღებულია - 13.01.2017, №9); მ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება; მ 1 ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება სამინისტროს კომპეტენტურ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად. „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა; მ 2 ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით; მ 3 ) საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის („ერაზმუსი ყველასათვის“), მხარდაჭერით უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; მ 4 ) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პრიორიტეტების წარმოჩენა და მათი შესრულების მონიტორინგი; ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება ; ო ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

10.სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარდგენა; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება; გ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა; დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა; ე) საზღვარგარეთის განათლების სამინისტროებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით, წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა; თ) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ი) საჭიროებისამებრ, სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება; კ) საზღვარგარეთ სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური ვიზიტების ხელშეწყობა; ლ) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე; მ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება; ო) სამინისტროს ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია და გეგმის შესრულების კონტროლი; პ) პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, პოლიტიკის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება; ჟ) მონიტორინგის პროცესში არსებული ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება აქტივობების მოდიფიცირებისა და რესურსების გადანაწილების მიმართულებით; რ) პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების თაობაზე ანგარიშების წარდგენა მინისტრისთვის; ს) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ტ) სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

11.(ამოღებულია - 14.12.2017, №541) ; საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.467 საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ., მუხ.1035 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №102-სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.654 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №124-სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.801 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ., მუხ.1083 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №204-სსმ III, №148, 09.10.2008წ., მუხ.1478 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №227-სსმ III, №168, 27.11.2008წ., მუხ.1706 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ., მუხ.1940 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №19-სსმ III, №16, 13.02.2009წ., მუხ.211 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება №131-სსმ III, №93, 28.07.2009წ., მუხ.989 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №168-სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1291 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №224-სსმ III, №155, 21.12.2009წ., მუხ.1827 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №235-სსმ III, №156, 22.12.2009წ., მუხ.1875 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის დადგენილება №48-სსმ III, №22, 25.02.2010წ., მუხ.271 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 მაისის დადგენილება №148-სსმ III, №60, 28.05.2010წ., მუხ.901 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება №157-სსმ III, №67, 14.06.2010წ., მუხ.990 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება №191-სსმ III, №86, 15.07.2010წ., მუხ.1272 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება №202-სსმ III, №89, 21.07.2010წ., მუხ.1292 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ., მუხ.1730 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ., მუხ.2288 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №17 – ვებგვერდი, 20.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 31.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №139 – ვებგვერდი, 24.03.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №179 – ვებგვერდი, 27.04.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №332 -ვებგვერდი, 31.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №341 -ვებგვერდი, 09.09.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 26.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 20.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №151- ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის დადგენილება №2 82 – ვებგვერდი, 2 4 .

07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №332 - ვებგვერდი, 16.08.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №456 - ვებგვერდი, 30.11.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №105 – ვებგვერდი, 07.05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 სექტემბრის დადგენილება №227 – ვებგვერდი, 06.09.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №248 – ვებგვერდი, 27 . 0 9 . 2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №260 – ვებგვერდი, 10.10.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №292 - ვებგვერდი, 15.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის დადგენილება №2 80 – ვებგვერდი, 11 .04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №513 – ვებგვერდი, 27.08.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 2 სექტემბრის  დადგენილება №553 – ვებგვერდი, 15.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №710 – ვებგვერდი, 29.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის დადგენილება №271 - ვებგვერდი, 21.06.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 იანვრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 17.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 თებერვლის დადგენილება №84 - ვებგვერდი, 16.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №408 - ვებგვერდი, 30.08.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №541 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №77 · ძალაშია 14 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 43

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 დეკ. 2017
  2. 30 აგვ. 2017
  3. 16 თებ. 2017
  4. 9 თებ. 2017· გამოქვეყნდა 17 იან. 2017
  5. 21 ივნ. 2016
  6. 29 დეკ. 2014
  7. 15 სექ. 2014

    4¹ მუხლის პირველ პუნქტში „პ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა და დარჩა მხოლოდ სატელეფონო ცხელი ხაზი. დაემატა „რ“ ქვეპუნქტი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესახებ.

  8. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 27 აგვ. 2014

    პირველი პუნქტიდან ამოღებულია „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტები, ხოლო მე-2 პუნქტში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციების ჩამონათვალი სრულად ახლებურად ჩამოყალიბდა და მას საშვთა ბიუროსა და ცხელი ხაზის უზრუნველყოფაც დაემატა. მე-7 პუნქტს დაემატა „თ1“ (სახელმძღვანელოს გრიფირების ადმინისტრირება) და „ნ1“ (სასწავლო რესურსების შეფასების ადმინისტრირება) ქვეპუნქტები.

  9. 11 აპრ. 2014

    4¹ მუხლის კომპეტენციათა ჩამონათვალს დაემატა „პ 1 )“ და „პ 2 )“ ქვეპუნქტები, რომლებიც აწესებს ინფორმაციისა და დოკუმენტების მოთხოვნის, თანამშრომლების გამოძახების, ექსპერტთა მონაწილეობის მოთხოვნისა და სხვა ორგანოს დახმარებით სარგებლობის უფლებამოსილებას, ასევე შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას.

  10. 15 ნოე. 2013

    მე-10 პუნქტიდან ამოღებულია „რ“ ქვეპუნქტი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განცხადებების განხილვის შესახებ და დაემატა „ტ“ ქვეპუნქტი დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებზე; მე-11 პუნქტს დაემატა „ც“ ქვეპუნქტი სამმართველოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებზე.

  11. 10 ოქტ. 2013

    4¹ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფას დაემატა სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფა; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.

  12. 1 ოქტ. 2013· გამოქვეყნდა 27 სექ. 2013

    მე-10 პუნქტში დეპარტამენტის „ფუნქციები“ „კომპეტენციად“ ჩამოყალიბდა, სამეზობლო პოლიტიკის ქვეპუნქტიდან ამოღებულია სიტყვა „საქართველოს“ და დაემატა „ს“ ქვეპუნქტი განცხადებების განხილვის შესახებ. ამავე ადგილას ჩამოყალიბდა ახალი მე-11 პუნქტი ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციის შესახებ.

  13. 6 სექ. 2013

    4¹ მუხლის „ი“ ქვეპუნქტში პროგრამების წარმდგენი სსიპ ახლა მოხსენიებულია როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; ადმინისტრაციის ამოცანა უცვლელია.

  14. 7 მაი. 2013

    4¹ მუხლში პირველ, მე-2 და მე-9 პუნქტებს დაემატა ახალი ამოცანები („ქ“, „თ“, „მ“), მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი პროგრამების შემუშავებიდან მათ შემოწმებაზე გადავიდა, ხოლო მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან მეცნიერთა მითითება ამოღებულია.

  15. 30 ნოე. 2012

    მე-7 პუნქტი ახლა ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს ეხება და მისი ფუნქციები ახლებურად ჩამოყალიბდა, მე-8 პუნქტში პროფესიული განათლების დეპარტამენტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში რედაქციული დაზუსტებაა, ხოლო ინკლუზიური განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ამოცანები ამოღებულია და უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტებისთვის ახალი პუნქტებია.

  16. 16 აგვ. 2012

    პირველი პუნქტიდან ადმინისტრაციის ამოცანებიდან ამოღებულია „ჟ“, „ტ“, „ღ“, „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები, ხოლო ახალ მე-12 პუნქტში იგივე სფეროები ჩამოყალიბდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებად.

  17. 24 ივლ. 2012

    პირველი პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და ადმინისტრაციის ამოცანებს დაემატა დეპარტამენტის ამოცანები (მედიასთან ურთიერთობა, ვებგვერდი, საზოგადოებრივი საბჭო, პრესკონფერენციები); მე-6 პუნქტი ამოღებულია.

  18. 20 იან. 2012

    4¹ მუხლში ამოღებულია „ს“ ქვეპუნქტი, ანუ ადმინისტრაციის ძირითად ამოცანათა ნუსხიდან გავიდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება.

  19. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2011

    ამოღებულია ძველი დეპარტამენტის ამოცანები (მე-8 პუნქტი) და დაემატა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ფუნქციები მე-10 პუნქტით; ჩანაწერში ნაჩვენებია აგრეთვე პროფესიული და ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის ფუნქციები მე-11 პუნქტით.

  20. 9 სექ. 2011

    პირველ პუნქტში „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულია, ხოლო საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება „ნ“ ქვეპუნქტის ბოლოს გადავიდა; „მ“-დან ამოღებულია სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა დაფინანსების ნაწილი, რომელიც ტექსტში აღარ არის ცალკე ქვეპუნქტად.

  21. 31 აგვ. 2011

    მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია, მე-7 პუნქტიდან ამოღებულია „ე“ ქვეპუნქტი უმაღლესი განათლების ინტეგრაციისა და „ბოლონიის პროცესის“ შესახებ, ხოლო ახალი მე-9 პუნქტით განისაზღვრა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ფუნქციები, მათ შორის იგივე ინტეგრაციის ხელშეწყობა.

  22. 27 აპრ. 2011

    4¹ მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“, „ც“, „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები ამოღებულია, ამდენად ადმინისტრაციის ძირითად ამოცანებში ეს ფუნქციები აღარ იკითხება; დანარჩენი ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი უცვლელია.

  23. 24 მარ. 2011

    4¹ მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი გაფართოვდა: უცხოეთში სამაგისტრო სწავლის მსურველთა გარდა, სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება ეხება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც.

  24. 31 იან. 2011

    4¹ მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებს დაემატა თითო ახალი ქვეპუნქტი („ლ¹“, „ი“, „თ“, „ო“, „ნ“) ერთნაირი შინაარსით: დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დაწესებულებებისა და მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

  25. 20 იან. 2011

    4¹ მუხლიდან ამოღებულია მე-5 პუნქტი (ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის ამოცანები), ხოლო მე-8 პუნქტში ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ამოცანები ახლებურად განისაზღვრა, პროფესიულ განათლებაზე გაძლიერებული აქცენტით.

  26. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2010

    პირველ პუნქტს დაემატა ადმინისტრაციის ოთხი ახალი ამოცანა („ჩ“–„წ“), მე-5 პუნქტის ტექსტის ადგილას ჩაიწერა „(ამოღებულია)“; დაემატა მუხლი 2288 ცვლილებათა ჩამონათვალში.

  27. 15 სექ. 2010

    მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია სიტყვა „აკრედიტებულ“; მე-8 პუნქტში ამოღებულია „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, „ვ“ ქვეპუნქტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ეხება, ხოლო ჩამონათვალს დაემატა „მუხ.1730“.

  28. 21 ივლ. 2010

    4¹ მუხლის შესაბამის ჩამონათვალში „მუხ. 1272“-ის შემდეგ დაემატა მითითება „მუხ. 1292“.

  29. 12 ივლ. 2010· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2010

    4¹ მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია გენერალური ინსპექციის ამოცანები და პუნქტი ეხება შიდა აუდიტის დეპარტამენტს; „ი“ ქვეპუნქტში დასკვნა ინსპექტირების შედეგებზე დგება. დაემატა „მუხ. 1272“.

  30. 12 ივლ. 2010· გამოქვეყნდა 14 ივნ. 2010

    4¹ მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს (ა–ნ ქვეპუნქტები); ასევე დაემატა მითითება „მუხ. 990“.

  31. 28 მაი. 2010

    4¹ მუხლში ადმინისტრაციის ამოცანებს დაემატა „ტ“ ქვეპუნქტი სალიცენზიო მოწმობის შენახვის, შევსებისა და გაცემის შესახებ; ციტირების სიას დაემატა მუხ. 901.

  32. 25 თებ. 2010

    4¹ მუხლის პირველ პუნქტში „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ლ“ (საჯარო მოხელეთა გადამზადება) და „მ“ (უცხოეთში სამაგისტრო სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება) ქვეპუნქტები; ჩამონათვალის ბოლოს დაემატა „მუხ. 271“.

  33. 22 დეკ. 2009
  34. 21 დეკ. 2009

    „გ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა, წინა „ე“-დან დაწყებული ქვეპუნქტები შეიცვალა ახალი „ე“–„კ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დეპარტამენტის ამოცანების „ზ“ ქვეპუნქტს მოჰყვა ახალი „თ“–„პ“ ქვეპუნქტები; ჩამონათვალს დაემატა მუხ.1827.

  35. 18 სექ. 2009

    4¹ მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „დ 1“ ქვეპუნქტი, რომლითაც მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შევიდა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება; ასევე დაემატა მუხ. 1291-ის მითითება.

  36. 13 თებ. 2009

    4¹ მუხლში ამოღებულია ქართული ენის სამსახურისა (სამმართველოსა) და უმაღლესი განათლების ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველოს კომპეტენციათა ჩამონათვალი. ბოლო ჩამონათვალს დაემატა „მუხ.211“.

  37. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    დაემატა 19 პუნქტი პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციის შესახებ (ა–ზ ქვეპუნქტები), ხოლო მუხლში არსებულ ჩამონათვალს „მუხ.1706“-ის შემდეგ დაემატა „მუხ.1940“.

  38. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 27 ნოე. 2008

    4¹ მუხლში ამოღებულია ერთი პუნქტი და სამმართველოს კომპეტენციის „დ“ ქვეპუნქტს დაემატა „ე“–„ი“ ქვეპუნქტები სახელმწიფო ენის სწავლების, საინფორმაციო სისტემების, გრანტებისა და ვებრესურსების მიმართულებით; ასევე დაემატა მითითება „მუხ. 1706“.

  39. 9 ოქტ. 2008

    4¹ მუხლის მე-16 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრი შემოიფარგლა ლიცენზირებულებით და ჩამონათვალიდან ამოვიდა სტუდენტთა მითითება; ასევე დაემატა მითითება „მუხ. 1478“.

  40. 10 ივლ. 2008

    4¹ მუხლში გ ქვეპუნქტი ახლა მოქალაქეთა საჩივრებსაც მოიცავს, მე-10 პუნქტის ბ ქვეპუნქტი (სახელმწიფო ენის პროგრამები) ამოღებულია და დაემატა მე-17 და მე-18 პუნქტები ახალი ქვედანაყოფების კომპეტენციებით.

  41. 28 მაი. 2008· გამოქვეყნდა 19 მაი. 2008

    4¹ მუხლის ჩამონათვალში მუხ.654-ის გვერდით დაემატა მუხ.801; დანარჩენი ჩამონათვალი (მუხ.467, მუხ.1035) უცვლელია.

  42. 14 აპრ. 2008

    4¹ მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „ე¹“ ქვეპუნქტი, რომელიც მინისტრის აპარატს აკისრებს იმ პირთა აღრიცხვას, რომლებსაც ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვათ პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. ასევე დაემატა მითითება „მუხ. 654“.

  43. 10 ივლ. 2007

    მინისტრის აპარატის კომპეტენციას დაემატა გ¹ ქვეპუნქტი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ; მითითებებში დაემატა მუხ. 1035.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 4²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 14 სექ. 2018 · №78

  • 43 ცვლილება · ბოლო 14 დეკ. 2017
  • 47 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 2სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
  • 4სამინისტროს სისტემა
  • 3სამინისტროს ხელმძღვანელობა

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 16მინისტრის, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელის კომპეტენცია
  • 45მინისტრის კომპეტენცია სამსახურებრივი ზედამხედველობის სფეროში

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 5სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 18სამინისტროს კომპეტენცია

პროფესიული განათლების შესახებ

  • 22სამინისტრო

ზოგადი განათლების შესახებ

  • 26სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

თავდაცვის კოდექსი

  • 9სამინისტრო

სპორტის შესახებ

  • 5სამინისტროს კომპეტენცია სპორტის სფეროში

განათლების შესახებ

  • 18საქართველოს განათლების სამინისტროს უფლებამოსილება განათლების სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2435265181645221894¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს განათლების…აღმასრულებელი ხელისუფლ…კულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს ტყის კოდექ…პროფესიული განათლების …ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 14 სექ. 2018 · რედაქცია №78 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026