საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 35. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების განხილვა და დამტკიცება

რედაქცია №34კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2003

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების განხილვისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები და იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონში ჩამოყალიბებულ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის განხილვისა და მიღების ვადასა და წესს .

2.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების,რესპუბლიკურ და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს ამტკიცებენ შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები და ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოები ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე . დამტკიცებული ბიუჯეტი სავალდებულოა შესასრულებლად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებისათვის . დამტკიცებულ ბიუჯეტში უნდა აისახოს : შემოსავლის და ხარჯების საერთო მოცულობა ძირითადი წყაროებისა და მიმართულებების მიხედვით ; ხარჯების შემოსავალზე მეტობის ( დეფიციტის ) ზღვრული ოდენობა ; სარეზერვო , მიზნობრივი და სხვა ფონდების მოცულობა მათი შემოსავლისა და ხარჯების სახეების გამოყოფით და საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის სიდიდე ; სხვა დონის ბიუჯეტებში სახელმწიფო გადასახადებიდან ანარიცხების ნორმატივები . საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1256-სსმI,№2,04.02.2002წ.,მუხ.12

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 იან. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 მარ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 21 მაი. 2003

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
287 (და…102251068951171317302035
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს რესპუბლიკი…აჭარის ავტონომიური რეს…