საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 36. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულება

რედაქცია №34კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2003

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულებას ორგანიზაციას უწევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) ორგანოები , აგრეთვე შესაბამის ტერიტორიაზე არებული საფინანსო და საგადასახადო სამსახურები .

2.ბიუჯეტი სრულდება შემოსავლისა და გასავლის განწერის მიხედვით კვარტალური და თვიური დაყოფით , რომელსაც ადგენს შესაბამისი საფინანსო ორგანო , ხოლო იქ , სადაც ასეთი არ არის , მმართველობის ადგილობრივი ორგანო - დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად .

3.ბიუჯეტის შესრულების პროცესში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობითი ხელისუფლებისა და ადგილობრივ თვითმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობით ორგანოებს შეუძლიათ შეიტანონ ცვლილება ბიუჯეტის შემოსავალსა და ხარჯებში დადგენილი წესით ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის გაზრდის გარეშე .

4.ბიუჯეტის შესრულების პროცესში მიღებული დამატებითი შემოსავალი ან შემოსავლის ხარჯებზე მეტობა , რომელიც წარმოიქმნა შემოსავლის გეგმების გადაჭარბებით შესრულებითა და ხარჯების ეკონომიით , რჩება შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) ორგანოს განკარგულებაში , ამოღებას არ ექვემდებარება და გამოიყენება მისი შეხედულებისამებრ .

5.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების კონტროლს ახორციელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოები , საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს კონტროლის პალატა . ბიუჯეტებში შემოსავლის დროულ და სრულ შემოსვლას და სახსრების ეფექტიან და მიზნობრივ ხარჯვას ოპერატიულ კონტროლს უწევენ საფინანსო ორგანოები და შესაბამისი ტერიტორიის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია . საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1256-სსმI,№2,04.02.2002წ.,მუხ.12

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 იან. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 მარ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 21 მაი. 2003
  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2000

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
287 (და…106251031341351735392036
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…