ფინანსური პოლიციის შესახებ

მუხლი 11. სპეციალური საშუალებების გამოყენება

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 24 ნოე. 2006

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელს, კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ტრანსპორტის იძულებით გაჩერება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი, ელექტროშოკური მოწყობილობა ამ მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ან/და საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციის თანამშრომელს, ან ცდილობს გაქცევას, ან იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები; ბ) რეზინის ხელკეტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი განზრახ არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას; გ) ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება – იმ სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმაც არ შეასრულა პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა – შეეწყვიტა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა (გადაადგილება); დ) სპეციალური საღებავი – მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის გამოსავლენად; ე) სასამსახურო ძაღლი – ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად; ვ) ელექტროშოკური მოწყობილობა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, ამ დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, თუ არ არსებობს საფრთხის აცილების სხვა უფრო მსუბუქი საშუალება.

2.პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების შედეგად ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებულ პირს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს ექიმს, ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად დაჭრის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს.

3.აკრძალულია ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახდენენ, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და პოლიციის თანამშრომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²³22141295333135 (დ…251546311
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო დაცვის სპეც…კერძო დაცვითი საქმიანო…თავდაცვის კოდექსიპოლიციის შესახებპენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…