Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსური პოლიციის შესახებმუხლი 12

ფინანსური პოლიციის შესახებ

მუხლი 12. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 24 ნოე. 2006

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო და შესაბამისი კანონით ნებადართული სხვა სახის იარაღი.

2.ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად ითვლება გასროლა ან მისი სხვაგვარად გამოყენება.

3.პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს: ა) მოქალაქისა ან/და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; დ) იძულებით გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლი არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ; ე) კანონმდებლობით ნებადართულ სხვა შემთხვევებში.

4.ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

5.გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება: ა) შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) ტრანსპორტის გამოყენებით (ან სატრანსპორტო საშუალებიდან) დაკავებულის გაქცევის შემთხვევაში; გ) დამნაშავის დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას; დ) დაკავებულის შეზღუდული ხილვადობისას და ტყიან ადგილებში გაქცევისას; ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

6.აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლოა სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ, ფეთქებადსაშიშ ადგილებში; ასევე წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა, ინვალიდთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

7.პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ თავის უშუალო უფროსს და ზედამხედველ პროკურორს.

8.პოლიციის შეიარაღებაში არსებულ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

9.აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით.

10.სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV პოლიციის ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობა

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2006-11-24 · №6

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 9ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

პოლიციის შესახებ

  • 34ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
  • 31იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 26ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

თავდაცვის კოდექსი

  • 155ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
  • 12სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 23იარაღის გამოყენების უფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 64ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 60მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁴ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18²დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
914⁴23151218²343126601556412
მნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…კერძო დაცვითი საქმიანო…პენიტენციური კოდექსი

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო