1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზედაც განათავსოს. თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.
2. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ოფიციალურად გამოქვეყნებულად ითვლება. შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები.
3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ფორმა, განცხადებაში მისათითებელი მონაცემები, განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 3 1 . სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელებისას სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია სააგენტოს უნდა წარედგინოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენის წესი და პირობები, გარანტიის სახეობები და ოდენობა დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
5. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; [ ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეკონომიკური ოპერატორი; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია); დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს, ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვა; ვ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში); ზ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); თ) (ამოღებულია); ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას; კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ; ლ) (ამოღებულია); მ) საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 5 1 . სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო, ევროპის ან საქართველოს სტანდარტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმავდროულად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების ზოგად აღწერას. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“ და სხვა.
7. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.
8. ( ამოღებულია - 06.04.2017, №617 ).
9. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია, გარდა შესყიდვის ობიექტისა და სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა. ასეთ შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გრძელდება ელექტრონული ტენდერის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით.
10. (ამოღებულია). საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6296 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.