სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 10. ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი

რედაქცია №19კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად.

2.გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

3.ლიცენზიის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისობას ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.

4.ლიცენზიის გამცემი საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობას აქვეყნებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის ვადაში.

5.თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 1 თვის ვადაში.

6.თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე.

7.ლიცენზიის გამცემი ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 7 დღის ვადაში და ამის შესახებ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს ლიცენზიის მაძიებელს.

8.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა.

9.ლიცენზიის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღეში.

10.ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სალიცენზიო მოწმობას.

11.ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევა ჩაითვლება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმად და გასაჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

12.ამ კანონის მე-6 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობა რომელიმე შეთანხმებულ საჰაერო ხაზზე შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით ანდა იმ ქვეყნის მოთხოვნით, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა განხორციელდეს საჰაერო ხომალდის აფრენა, გადაფრენა ან დაფრენა, ხოლო ლიცენზიის მაძიებელთა რაოდენობა შეზღუდვით დადგენილზე მეტია, ლიცენზია გაიცემა ამ კანონის 24-ე და 25-ე მუხლების გათვალისწინებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ივლ. 2002 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242569112366102613471073910
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამეწარმეო საქმიანობის…საქართველოს ზოგადი ადმ…ლიცენზიებისა და ნებართ…სააღმზრდელო საქმიანობი…საქართველოს სივრცის და…არასაბანკო სადეპოზიტო …