Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 4

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 4. ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო ლიცენზირებაფინანსური მომსახურებამიმდინარე შესაბამისობასაკრედიტო ინსტრუმენტებიციფრული ბანკინგისტუდენტის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი.

2.საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.

3.საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებამდე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელთან გამართოს შესაბამისი კონსულტაციები.

4.საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალურ შესაბამისობას ამ კანონის მე-3, 3 1 მუხლებითა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ ლიცენზიის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას სრულყოფილად არ წარადგენს, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნება. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სრულყოფილი წერილობითი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი წერილობით უდასტურებს პირს მის მიღებას, რომელშიც მიეთითება ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა.

5.ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას განიხილავს სრულყოფილი წერილობითი მიმართვის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 6 თვის ვადაში. განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში ჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება და განისაზღვრება ვადა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად (მათ შორის, რამდენჯერმე). ლიცენზიის მაძიებლის მიერ ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ვადის დინების განახლების საფუძველია, ხოლო დადგენილ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა – ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. განხილვის შედეგად, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობებს ლიცენზიის გაცემაზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს, თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სალიცენზიო მოთხოვნებს.

6.ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 1 ნოე. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 3¹შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • VASP ლიცენზიის მოპოვება (ეროვნული ბანკი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიკროსაფინანსო ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბანკო ლიცენზიის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვადიანი სესხის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №53

  • 15 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 3¹წერილობითი მიმართვა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად
  • 3სალიცენზიო მოთხოვნები
  • 8საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 6მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
  • 18მიკრობანკის კომერციულ ბანკად გარდაქმნა
  • 4სალიცენზიო მოთხოვნები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 24გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ
  • 26ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები
  • 25ლიცენზიის გაუქმება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 20ლიცენზიის სახეები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9⁴საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზია
  • 9²დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242625209⁴9²3¹3861844
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…არასაბანკო სადეპოზიტო …ფასიანი ქაღალდების ბაზ…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026