ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 36. ბავშვის განათლების მიზნები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვის განათლება ფორმალური განათლების სისტემაში, აგრეთვე მისი არაფორმალური განათლება უნდა ემსახურებოდეს შემდეგ ძირითად მიზნებს: ა) ბავშვის პიროვნების, ნიჭის, კრიტიკული აზროვნებისა და შესაძლებლობების სრულფასოვან განვითარებას; ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ პატივისცემის გრძნობისა და არაძალადობრივი კომუნიკაციის უნარის განვითარებას; გ) ბავშვში სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული ღირებულებების და განსხვავებული კულტურისა და ცივილიზაციის მიმართ პატივისცემის გრძნობის განვითარებას; დ) ბავშვის პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და მის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას ურთიერთგაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, თანასწორობის, ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური და სხვა ნიშნებით განსხვავებულ ადამიანებს, ჯგუფებსა და ხალხებს შორის მეგობრობის სულისკვეთებით; ე) ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პასუხისმგებლობის და მათ მიმართ პატივისცემის გრძნობის განვითარებას.

2.ეს მუხლი არ კრძალავს ბავშვის მიერ განათლების იმ მიზნებით მიღებას, რომლებიც ამ მუხლის პირველ ნაწილში პირდაპირ აღნიშნული არ არის, შესაძლებელია განპირობებული იყოს ტექნოლოგიური განვითარების მიღწევებით, სოციალურ-კულტურული ან სხვა ფაქტორებით და არ ეწინააღმდეგება ამ მუხლით გათვალისწინებულ მიზნებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3932928173515073236
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…კონვენცია ბავშვის უფლე…ზოგადი განათლების შესა…ადრეული და სკოლამდელი …უმაღლესი განათლების შე…აჭარის ავტონომიურ რესპ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა