საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 12. ფოტოსურათის წარდგენის უფლებამოსილება

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კანონმდებლობით დადგენილი წესით დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებული პირის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის სრულყოფის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შესაბამისი განცხადება და ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადების წარდგენა ხდება რეგისტრაციის მიზნით განცხადება-ანკეტის წარდგენაზე უფლებამოსილ პირთა მიერ.

3.ფოტოსურათი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №823 - ვებგევრდი, 02.05.2022 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4³513105 (და…5911213242216 (დ…12
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოში ბინადრობი…საქართველოს მოქალაქეთა…სამოქალაქო აქტების შეს…უძრავ ნივთებზე უფლებათ…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა