1.სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე მოთხოვნა შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით ამ მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.
2.რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ან როდესაც ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
3.თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა/ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის (ბინადრობის) ახალი მოწმობის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის ნიმუშის და თითის ანაბეჭდის ხელმეორედ გამოყენება (ასეთის საჭიროებისას) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია, თუ: ა) განცხადება დადასტურებულია დაინტერესებული პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით; ბ) ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ხოლო განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
4.საზღვარგარეთ მყოფ პირზე 32-გვერდიანი პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის ელექტრონული მოწმობა და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ასევე თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
5.თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა/ბიომეტრიული პასპორტი ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება, პირმა ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნა შესაძლებელია წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, თუ: ა) განცხადება დადასტურებულია დაინტერესებული პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით; ბ) ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
5¹.სააგენტო უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით პირდაპირი კომუნიკაციის მეშვეობით განხორციელებული ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
6.(ამოღებულია - 28.10.2022, №869 ).
7.ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი დაინტერესებული პირის ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით.
8.ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე პირის მიმართ შესაბამისი მომსახურების გასაწევად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოთხოვნის განხილვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე განმცხადებელს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად არაუმეტეს ერთი თვისა. დოკუმენტების წარდგენამდე მოთხოვნის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტების დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
9.განმცხადებლის ვინაობასა ან შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მომსახურების გაწევაზე.
10.სახელის ან/და გვარის შეცვლისას, ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის და ამავე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტი შეიძლება გაიცეს ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, აღებული აქვს თუ არა დაინტერესებულ პირს პირადობის მოწმობა, მათ შორის, პირადობის მოწმობა ახალი მონაცემებით.
11.შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნის წარდგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება, ასევე ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანხმობის გაცემა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №823 - ვებგევრდი, 02.05.2022 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №869 - ვებგვერდი, 31.10.2022 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ. თავი VII. მომსახურება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება)

