საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 52. დოკუმენტების პერსონალიზაცია

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პერსონალიზაცია (შევსება) მოიცავს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტების შევსების/დატანის პროცესს და წარმოებს ქართულ ენაზე, ასევე ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის — ქართულ და ინგლისურ ენებზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ოგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად.

2.პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია წარმოებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად.

3.პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია ხდება რეგისტრაციის ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეტანილი მოქმედი მონაცემების საფუძველზე.

4.დაუშვებელია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ჩანაწერებში შესწორების შეტანა.

5.პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს. იმ შემთხვევაში, როცა 9 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირის, ასევე მხარდაჭერის მიმღები პირის სახელზე გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი, მფლობელის ხელმოწერის გრაფაში ხელმოწერას შეასრულებს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, მხარდამჭერი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი.

5¹.9 წლამდე ასაკის მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სახელზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემაზე განცხადების წარმდგენია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, დოკუმენტი გაიცემა ხელმოწერის გარეშე.

6.თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში მისი მფლობელის პირადი ხელმოწერის შესრულება შეუძლებელია მფლობელის ჯანმრთელობის/ფიზიკური მდგომარეობის ან ამ დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული შემთხვევის არსებობის გამო, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა მფლობელის პირადი ხელმოწერის გარეშე.

7.თუ პასპორტში, სამგზავრო პასპორტსა და სამგზავრო დოკუმენტში მათი მფლობელის ჯანმრთელობის/ფიზიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელია პირადი ხელმოწერის შესრულება, ასევე როცა აღნიშნული დოკუმენტები გაიცემა მესამე პირის მეშვეობით ან დოკუმენტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენის საფუძველზე, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა პირადი ხელმოწერის გარეშე.

8.პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ყველა რეკვიზიტის შევსების შემდეგ, დამზადებული მოწმობის ფოტოსურათის მარჯვენა ზედა კუთხეში და მოწმობის უკანა გვერდზე, სპეციალურ ადგილზე დაისმება გერბიანი ბეჭედი.

9.პასუხიმგებლობა პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში, პასპორტში, სამგზავრო პასპორტსა და სამგზავრო დოკუმენტში, ასევე სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეტანილი მონაცემების სისწორეზე ეკისრებათ შესაბამის თანამდებობის პირებს. კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემების უშეცდომოდ შეტანასა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ბეჭდვაზე პასუხისმგებელია შესაბამის კომპიუტერულ პროგრამასთან მომუშავე პირი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №162 - ვებვერდი, 09.08.2016 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №477 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №572 - ვებგვერდი, 09.07.2020 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1411395195653305113652
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქის …სანოტარო მოქმედებათა შ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა