Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 129¹

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 129¹. მაქსიმალური მასისა და დატვირთვის დადგენილი ნორმების ზევით ტვირთის გადაზიდვა სატრანსპორტო საშუალებით

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:საბაჟო და სასაზღვრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და რომლის ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად). შენიშვნა:

1.ამ მუხლის მოქმედება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას აღემატება) არ ვრცელდება: ა) იმ ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით; გ ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე , რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით , საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი , 25 კმ - ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისკენ , საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით .

2.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე) თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის კორექტირებას, ჩამოცლას/დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მითითებულ დაცულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და შემდგომ ტრანსპორტირებას.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურომ ჯარიმის იძულებითი გადახდევინება პრიორიტეტულად განახორციელოს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებით ან/და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2024 – სსმ I. №48, 29.11.2005წ., მუხ.321 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2518 – სსმ I, №59, 31.12.2005წ., მუხ.447 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3396 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.217 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4258 – სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.418 საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი №5851 – სსმ I, №6, 25.03.2008წ., მუხ.21 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2214 – სსმ I, №42, 10.12.2009წ., მუხ.316 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4684 – ვებგვერდი, 18.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4347 – ვებგვერდი, 27.03.2019წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №433 · ძალაშია 9 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ივლ. 2019 – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

  2. 19 თებ. 2014 – 1 მარ. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    129¹ მუხლს დაემატა ორი ქვეპუნქტი („ბ“, „გ“) მარშრუტებზე საზღვაო ნავსადგურიდან 10 კმ-ისა და რკინიგზის სადგურისკენ 25 კმ-ის რადიუსში.

  2. 27 მარ. 2019

    შენიშვნის პირველ პუნქტში გამონაკლისი, რომლის დროსაც 129¹ მუხლის მოქმედება შენარჩუნებულია, ახლა უკავშირდება ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ სრულ მასას და არა ნებადართულ მაქსიმალურ მასას; მე-2 პუნქტში ფინანსთა სამინისტროს წინ დაემატა „საქართველოს“.

  3. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    მუხლის ტექსტში გაჩნდა სრული 129¹ მუხლი, რომელიც ადგენს თითო ზედმეტ ტონაზე 500-ლარიან ჯარიმას, გამონაკლისებს, ზედმეტი ტვირთის კორექტირებას მესაკუთრის ხარჯით და იძულებითი აღსრულების პრიორიტეტს.

  4. 12 აპრ. 2012

    129¹ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებში „პორტალი“ შეიცვალა „საბაჟო გამშვები პუნქტით“, ხოლო მე-2 და მე-3 ნაწილებში კონტროლის ზონას დაემატა „საბაჟო“.

  5. 18 მაი. 2011

    129¹ მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომლითაც გადაუხდელი ჯარიმის იძულებითი აღსრულება პრიორიტეტულად ხდება სამართალდარღვევაში გამოყენებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღით ან/და რეალიზაციით.

  6. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  7. 18 მაი. 2010· გამოქვეყნდა 4 მაი. 2010
  8. 8 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 25 მარ. 2008

    129¹ მუხლში ჯარიმა თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარიდან 500 ლარამდე შეიცვალა.

  9. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    129¹ მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში დაცული ადგილის მიმთითებელი ფინანსთა სამინისტროს ორგანო ახლა „შესაბამისი სამსახურია“ და არა საბაჟო დეპარტამენტი; „შენახვასა“ შეიცვალა „შენახვას“-ით.

  10. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    პირველ ნაწილში მფლობელის გვერდით მითითებულია მესაკუთრეც და ტვირთის ჩამოცლის, დაცვა/შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები „საკუთარი ხარჯებით“ ეკისრება; დაემატა მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით ნებაყოფლობითი აღსრულების ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმა იცვლება მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევით.

  11. 28 ივლ. 2006· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2006

    129¹ მუხლის დისპოზიცია ახლებურად ჩამოყალიბდა ღერძზე დატვირთვის, სრული მასისა და ტვირთამწეობის კრიტერიუმებით; შენიშვნაში დაემატა გამონაკლისები და ჩამოცლის წესი, ხოლო ამოღებულია ჯარიმის 1 წლით მართვის უფლების ჩამორთმევით შეცვლა.

  12. 19 იან. 2006· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2005

    მუხლი ორ ნაწილად დაიყო; პირველ ნაწილსა და შენიშვნაში საერთო წონის ზღვარი 36-დან 44 ტონამდე შეიცვალა, პირველ ნაწილს დაემატა არასრულ ტონაზე პროპორციული ჯარიმა, ხოლო ახალი მე-2 ნაწილით დაწესდა გამონაკლისი არაგაბარიტული და განუყოფელი ტვირთის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

  13. 29 ნოე. 2005

    შემოღებულია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დადგენილი დატვირთვის ან წონის ნორმის გადაჭარბებისთვის: ჯარიმა 1000 ლარია თითოეულ ზედმეტ ტონაზე, ხოლო მფლობელს ეკისრება ზედმეტი ტვირთის ჩამოცლის, დაცვა/შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 129შემდეგი მუხლი 130

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვალუტის ფარული ტრანსპორტირება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 13 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2019
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 20 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290

მიუთითებენ მასზე

მუხლი 127¹მუხლი 239მუხლი 291

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 127¹საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის/ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე
  • 125სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა
  • 191¹ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილება

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 47სატრანსპორტო საშუალების ტვირთი

საავტომობილო გზების შესახებ

  • 16შეზღუდვა და აკრძალვები საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

  • 9შეზღუდვა და აკრძალვები ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა
  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა
  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 15ტვირთის მასა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 288მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევა
  • 286საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15127¹290239291125191¹16288286471681701749129¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო გზების შე…ადგილობრივი მნიშვნელობ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026