Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებმუხლი 8

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

მუხლი 8. სააგენტოს უფლებამოსილებანი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად სააგენტო უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს: ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები; ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედება; ა.გ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიება და იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით მოიპოვოს და გასცეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; გ) ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება; დ) ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია: ა) ჰქონდეს კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად; ბ) ჰქონდეს გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად; გ) შექმნას მონაცემთა ცენტრალური ბანკი ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად; დ) შეიძინოს, შექმნას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკური, აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; ე) სასყიდლით ან უსასყიდლოდ, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება; ვ) კონსპირაციის მიზნით მოამზადოს და გამოიყენოს დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია სააგენტოს მოსამსახურის ვინაობა, სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, ქონება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად ჩაატაროს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

3.სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.

4.სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით: ა) განახორციელოს სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება და შიდაუწყებრივი საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა; ბ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეამოწმოს ინფორმაციული ტექნოლოგიები (სისტემები); გ) უზრუნველყოს სასაზღვრო ტექნოლოგიების განვითარება და სასაზღვრო გამტარი პუნქტების საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უზრუნველყოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება, ამ მიზნით შექმნას სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება, მომსახურება და მონიტორინგი; ე) უფლებამოსილ ორგანოებთან კოორდინაციით უზრუნველყოს ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება, ამ მიზნით შექმნას სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება, მომსახურება და მონიტორინგი საქართველოს ტერიტორიაზე; ვ) უზრუნველყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომ – კომისია) მიერ მისთვის მინიჭებული რადიოსიხშირეების კონტროლი და უსაფრთხოება ამ რადიოსიხშირეების ფარგლებში და გარე ხელშეშლის გამოვლენის შემთხვევაში ხელშემშლელ პირს მიმართოს აღნიშნული გარემოების აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო ხელშეშლის გაგრძელების შემთხვევაში – ამის შესახებ აცნობოს კომისიას შესაბამისი საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ზ) განახორციელოს კომპიუტერულ მონაცემთა ექსპერტიზა, აგრეთვე შეიმუშაოს და ნორმატიული აქტით დაამტკიცოს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კომპიუტერულ მონაცემებთან პირველადი მოპყრობის და მათი საექსპერტო კვლევის წესები; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია და ამ მიზნით ნორმატიული აქტით განსაზღვროს ლიცენზიის მოპოვების წესი და პირობები; ი) განახორციელოს ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

5
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
8
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ოპერატიულ-სამძებრო… 7ლიცენზიებისა და ნე… 3კონტრდაზვერვითი სა… 9მუხლი 10მუხლი 11მუხლი 3მუხლი 7მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

სამეწარმეო საქმიან… 2მუხლი 33მუხლი 12მუხლი 24მუხლი 34

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 12სააგენტოს ექსკლუზიური კომპეტენცია
  • 7სააგენტოს ამოცანები
  • 5სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 16სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში

კონკურენციის შესახებ

  • 18სააგენტოს უფლებამოსილებები

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 29სააგენტოს უფლებამოსილება მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 8სამსახურის უფლებამოსილებანი

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 23უფლებამოსილი ორგანო

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 6სააგენტოს საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 4სააგენტოს უფლებები და მოვალეობები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 63⁶სააგენტოს უფლებამოსილებები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 8სააგენტოს სტრუქტურა და ტერიტორიული სამსახურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27397121011393324345168
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…ოპერატიულ-სამძებრო საქ…ლიცენზიებისა და ნებართ…კონტრდაზვერვითი საქმია…სამეწარმეო საქმიანობის…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025