Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიარაღის შესახებმუხლი 19

იარაღის შესახებ

მუხლი 19. იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის შეძენის უფლება

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:თავდაცვის შესყიდვებისაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹22¹33¹3²3³3⁴3⁵4566¹6²788¹8²8³8⁴91011121314

1.იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება აქვს: ა) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, განახორციელოს იარაღის დამზადება ან/და რეალიზაცია; ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს; გ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100) ; გ 1 ) იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სარეწაო, სამოყვარულო, სპორტულ ან სამეცნიერო ნადირობას, ან აღნიშნული პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას და აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს; გ 2 ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ იურიდიულ პირს − სასიგნალო იარაღისა; დ) პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას; ე) საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ვ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს – იმ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა, რომლებიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად, და მათი ძირითადი ელემენტებისა; ზ) საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ სროლის სახეობის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას/ორგანიზაციას (შემდგომ − ფედერაცია) ან/და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებულ ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციას (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) (შემდგომ − სპორტული ორგანიზაცია) − სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტებისა.

1¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირს უფლება აქვს, შეიძინოს მხოლოდ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები და სასიგნალო იარაღი.

2.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს − მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისთვის; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს − მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ სახელზე რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისათვის; გ 1 ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს − თუ ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღიდან გასროლისთვის; დ) ფიზიკურ პირს, რომელსაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში გადასცა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირმა, − მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია აღნიშნული იარაღიდან გასროლისათვის, მაგრამ არა უმეტეს სარგებლობისათვის განსაზღვრული პერიოდისა; ე) ფიზიკურ პირს, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირმა/ინდივიდუალურმა მეწარმემ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში გადასცა იარაღი, − თუ ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია აღნიშნული იარაღიდან გასროლისთვის, მაგრამ არაუმეტეს იარაღით სარგებლობისთვის განსაზღვრული პერიოდისა.

2¹.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაზნის შეძენის უფლება აქვს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტს − მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვაზნა განკუთვნილია მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული სასიგნალო იარაღიდან გასროლისთვის; ბ) იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც სასიგნალო იარაღი ამ კანონით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში გადასცა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირმა, − მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვაზნა განკუთვნილია აღნიშნული იარაღიდან გასროლისთვის, მაგრამ არაუმეტეს მისით სარგებლობისთვის დადგენილი პერიოდისა.

3.ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტის ან სასიგნალო იარაღის შეძენა, აგრეთვე ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„კ“, „ლ“−„ო“ და „პ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ იარაღით მოსარგებლეზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის განპიროვნება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის საფუძველზე.

3¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ან „გ 2 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი ვალდებულია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტის ან/და სასიგნალო იარაღის შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე დაუშვებელია აღნიშნული იარაღის განკარგვა ან მისით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა.

3².ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტების შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისთვის წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია ამ იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემა.

3³.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტების შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისთვის წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია ამ იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემა.

3⁴.ამ მუხლის 3 1 ­−3 3 პუნქტებით განსაზღვრული იარაღების რეგისტრაციას ახორციელებს და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას გასცემსსაჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

3⁵.ამ მუხლის 3 1 −3 3 პუნქტებით განსაზღვრული იარაღების რეგისტრაციის განხორციელების წესი და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

4.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე გასცემს: ა) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას: ა.ა) თავდაცვის ცეცხლსასროლ იარაღზე; ა.ბ) სპორტულ მოკლე ცეცხლსასროლ იარაღზე; ბ) იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვას: ბ.ა) თავდაცვის გაზის (აირის) იარაღზე; ბ.ბ) სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე; ბ.გ) სპორტულ გრძელ ცეცხლსასროლ იარაღზე; ბ.გ 1 ) სასიგნალო იარაღზე; ბ.დ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100) ; ბ.ე) თავდაცვის ან სპორტულ მოკლე ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის მესაკუთრესაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის ტარების უფლება; ბ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი; გ) იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვას – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღით მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემულ იარაღზე; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, აგრეთვე ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

5.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციითა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.

6.იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენის მიზნით სავალდებულოა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის ხელახალი რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

6¹.იმ სასიგნალო იარაღის ტექნიკური მახასიათებლები, რომლის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6².იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და იურიდიული პირების ნუსხა, რომლებსაც სასიგნალო იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების საქართველოში შემოტანისთვის, საქართველოდან გატანისთვის, გადატანისთვის, გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისთვის შესაბამისი ნებართვა/ლიცენზია არ სჭირდებათ, განისაზღვრება ს აქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7.დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული, სანადირო ცეცხლსასროლი, სასიგნალო ან პნევმატური იარაღის კერძო დაცვით საქმიანობაში გამოყენება.

8.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ელექტროშოკური მოწყობილობის, პნევმატური იარაღისა და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

8¹.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

8².საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზიას/ნებართვას საჭიროებს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან რომელიმე ამ იარაღით ვაჭრობა.

8³.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების, შეძენის, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის უფლება აქვს პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.

8⁴.პირის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენაზე, საქართველოში შემოტანაზე, საქართველოდან გატანაზე, გადატანაზე, გადაზიდვაზე ან გადაგზავნაზე, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარებაზე, შეძენაზე, საქართველოში შემოტანაზე, საქართველოდან გატანაზე, გადატანაზე, გადაზიდვაზე ან გადაგზავნაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობა (ცნობა) არ გაიცემა, თუ: ა) პირს არ შესრულებია 18 წელი; ბ) პირი ფსიქიკურად არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მასზე წერილობითი თანხმობის (ცნობის) გაცემა; გ) პირი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; დ) პირი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული; ე) პირი ბრალდებულია ან მას მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლობა; ვ) პირის მიმართ გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით; ზ) პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ ადმინისტრაციული სახდელის ვადა არ გასულა; თ) პირმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე–167-ე, 172-ე, 173-ე, 173 16 , 174 1 და 180-ე–183-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არ გასულა ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება; ი) არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც პირის მიერ კანონდარღვევის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს; კ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.

9.მოძალადეს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.

10.საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს, თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის გასაცემად ნებართვის მაძიებელს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს სამ ერთეულზე მეტი თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი, დამატებით მოსთხოვოს აღნიშნული იარაღების ტექნიკური დათვალიერებისთვის წარმოდგენა.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტი არ ვრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა იმავე პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრულ პირებზე.

12.ამ კანონის 31-ე მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ფიზიკური პირისთვის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და სასიგნალო იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემის აღრიცხვას აწარმოებს იარაღის მესაკუთრე. ამასთანავე, იგი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს.

13.ამ კანონის 31-ე მუხლის 1 2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ფიზიკური პირისთვის იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემის აღრიცხვას აწარმოებს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, იგი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს/დანაყოფს.

14.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში კონკრეტული სახის/ტიპის იარაღის, იდენტური მარკისა და მოდელის იარაღის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენის მიზნით პირი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3144 - სსმ I, №20 09.06.2006 წ., მუხ.172 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2511 - სსმ I, №3 13.01.2010 წ., მუხ.8 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5455 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №764 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3876 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №85 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1143 – ვებგვერდი, 15.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2025
  2. 1 თებ. 2026· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2025
  3. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
წინა მუხლი 18²შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება (მუხლი 236)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №86

13
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2025-12-24
4
რედაქცია
7
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12მუხლი 31მუხლი 5მუხლი 6მუხლი 7მუხლი 9საქართველოს ადმინი… 183

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20მუხლი 21მუხლი 2მუხლი 27მუხლი 14მუხლი 13მუხლი 24მუხლი 26მუხლი 35²მუხლი 17მუხლი 31საჯარო სამართლის ი… 3საჯარო სამართლის ი… 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

იარაღის შესახებ

  • 17იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა
  • 24იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა
  • 18სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის საფუძველი

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

  • 6იარაღის შეძენა
  • 30სანადირო იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა და გადაგზავნა
  • 16იარაღის დამამზადებლის უფლება-მოვალეობანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4სააგენტოს ფუნქციები და მიზანი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 30¹იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9¹სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გამცემი ორგანო და მათი გაცემის საფუძველი

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 12ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება

თავდაცვის კოდექსი

  • 155ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 26ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
312417125679202122714418319
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025