უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 14. დიასპორული ორგანიზაცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

დავით მაისურაძესალომე კობერიძე

1.დიასპორული ორგანიზაცია უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და საქართველოს შორის კულტურული და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ხელს უწყობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნას, საქართველოს სახელმწიფო ენის შესასწავლი პროგრამების შემუშავებას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას, ერთობლივი პროექტების წარმატებულ განხორციელებას.

2.რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) დიასპორული ორგანიზაციის სრული დასახელება; ბ) დიასპორული ორგანიზაციის იურიდიული მისამართი; გ) მონაცემები დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებელთა შესახებ; დ) დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები; ე) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დიასპორული ორგანიზაცია შექმნილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.რეესტრში დასარეგისტრირებლად დიასპორული ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) შექმნილი უნდა იყოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) მის დამფუძნებელთა 2/3 მაინც უნდა იყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე; გ) მისი საქმიანობის მიზნები და ამოცანები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.

4.დიასპორული ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულოა.

5.დიასპორული ორგანიზაცია თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და მონაწილეობს სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შუამდგომლობით . საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №190 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დიასპორული ორგანიზაცია უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და საქართველოს შორის კულტურული და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ხელს უწყობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნას, საქართველოს სახელმწიფო ენის შესასწავლი პროგრამების შემუშავებას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას, ერთობლივი პროექტების წარმატებულ განხორციელებას. 2. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) დიასპორული ორგანიზაციის სრული დასახელება; ბ) დიასპორული ორგანიზაციის იურიდიული მისამართი; გ) მონაცემები დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებელთა შესახებ; დ) დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები; ე) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დიასპორული ორგანიზაცია შექმნილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. რეესტრში დასარეგისტრირებლად დიასპორული ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) შექმნილი უნდა იყოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) მის დამფუძნებელთა 2/3 მაინც უნდა იყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე; გ) მისი საქმიანობის მიზნები და ამოცანები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს. 4. დიასპორული ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულოა. 5. დიასპორული ორგანიზაცია თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და მონაწილეობს სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შუამდგომლობით . საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №190 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2016

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6¹47230123541219514
მნიშვნელობით ახლოსუცხოეთში მცხოვრები თან…საქართველოს მოქალაქეთა…საკონსულო საქმიანობის …საქართველოს საგადასახა…უცხოური გავლენის გამჭვ…საქართველოს ოკუპირებულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა