1.გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს – ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში
სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრის ფარგლებში.
3.შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს შვილად აყვანის რიგითობის პრინციპი.
4.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელებისას შვილად აყვანის უპირატესი უფლების გამოყენებისას შეიმუშავებს დასკვნას ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.
რა გარემოებები უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ ბავშვის არსებული ოჯახური გარემოდან გადაყვანის საკითხის გადაწყვეტისას?
სსიპ სააგენტო მოითხოვდა ბავშვის იმ ოჯახიდან გამოყვანას, სადაც იგი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის დროებითი განთავსების შესახებ გადაწყვეტილებისას უპირველესია მისი ჭეშმარიტი ინტერესი და საოჯახო დავაში სასამართლომ საჭირო ფაქტები საკუთარი ინიციატივით უნდა გამოიკვლიოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ხელსაყრელი პირობების დადგენა საკმარისი არ იყო ალტერნატიული პირობებისა და გარემოს შეცვლის გავლენის შეუფასებლად. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
რა საფუძვლებით შეამოწმა უზენაესმა სასამართლომ სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა?
დავა შეეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნას, ოჯახიდან გამოეყვანათ იქ კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფად მიჩნეული ბავშვი, აგრეთვე ოჯახის წევრების მოთხოვნას ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ორივე სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბავშვი გაშვილებამდე ოჯახში დატოვა; სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა შეამოწმა და ვერ დაადგინა სსსკ 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დაშვების საფუძველი. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს – ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.2. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოშისტატუსის მქონემოქალაქეობის არმქონე პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრის ფარგლებში.3. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს შვილად აყვანის რიგითობის პრინციპი.4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელებისას შვილად აყვანის უპირატესი უფლების გამოყენებისას შეიმუშავებს დასკვნას ამ კანონით დადგენილი წესით.საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №5 · ძალაშია 16 ივლ. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…კონვენცია ბავშვის უფლე…საერთაშორისო კერძო სამ…სამოქალაქო აქტების შეს…