შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 9. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 4 მაი. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

გურანდა გრიგოლიალაშა კაპანაძეირაკლი ღლონტი

1.შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო.

2.შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოა სასამართლო.

3.სააგენტოს გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა (გარიგება) კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს შორის, ან ასეთი საქმიანობისათვის (გარიგებისათვის) ხელის შეწყობა შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის მიზნით. ამასთანავე, დაშვებულია შვილად აყვანის დროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო გაშვილების დროს – მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი – სხვა შესაბამისი აკრედიტებული იურიდიული პირის მიერ მომსახურების გაწევა.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1264-20182021-10-2764
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    აუცილებელია თუ არა აღმზრდელის სიცოცხლეში სასამართლოსთვის მიმართვა, როდესაც არასრულწლოვანი მის ოჯახში შვილად იყო მიღებული?

    მოსარჩელე მოითხოვდა გარდაცვლილი აღმზრდელის მიერ შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებას და მის მემკვიდრედ ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვნის ოჯახში შვილად მიღება და აღმზრდელის მიერ სიცოცხლეში სასამართლოსთვის შვილად აყვანის შესახებ განცხადებით მიმართვა სკ 1240-ის ალტერნატიული პირობებია. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია ოჯახში შვილად მიღების ფაქტი, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და გაშვილებაზე კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა, აგრეთვე უზრუნველეყო ბავშვის ინტერესების დაცვა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო. 2. შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოა სასამართლო. 3. სააგენტოს გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა (გარიგება) კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს შორის, ან ასეთი საქმიანობისათვის (გარიგებისათვის) ხელის შეწყობა შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის მიზნით. ამასთანავე, დაშვებულია შვილად აყვანის დროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო გაშვილების დროს – მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი – სხვა შესაბამისი აკრედიტებული იურიდიული პირის მიერ მომსახურების გაწევა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 31 დეკ. 2009 – 19 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 24 მაი. 2017
  2. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2007

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3501242124312001421414056759
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…კონვენცია ბავშვის უფლე…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს კანონი ოჯა…სამოქალაქო აქტების შეს…