შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 17. შვილად აყვანის უპირატესი უფლება

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 4 მაი. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს – ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრის ფარგლებში.

3.შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს შვილად აყვანის რიგითობის პრინციპი.

4.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელებისას შვილად აყვანის უპირატესი უფლების გამოყენებისას შეიმუშავებს დასკვნას ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს – ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრის ფარგლებში. 3. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს შვილად აყვანის რიგითობის პრინციპი. 4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელებისას შვილად აყვანის უპირატესი უფლების გამოყენებისას შეიმუშავებს დასკვნას ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 16 ივლ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 24 მაი. 2017
  2. · გამოქვეყნდა 2 ივლ. 2012
  3. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2007

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35019¹12541245125514214715239517
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…კონვენცია ბავშვის უფლე…საერთაშორისო კერძო სამ…სამოქალაქო აქტების შეს…