შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 21. სასამართლოს მიერ შვილად აყვანის საქმის განხილვა

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 4 მაი. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შვილად აყვანის საქმე განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე, ასეთი საქმეების განხილვისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2.აკრძალულია ბავშვის შვილად აყვანა მშვილებლის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის გარეშე. სასამართლო პროცესს უნდა ესწრებოდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი.

3.საპატიო მიზეზების არსებობისას სასამართლო სხდომა შეიძლება გაიმართოს ერთ-ერთი მშვილებლის მონაწილეობით.

4.თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, იგი ბავშვის შვილად აყვანის შესახებ განცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 349-ე და 351-ე მუხლებით დადგენილი წესით გამოიტანს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის შესახებ.

5.სასამართლო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

6.შვილად აყვანა ძალაშია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

7.მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის (თუ იგი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა) მოთხოვნით სასამართლო სხდომა შეიძლება იყოს ღია, ხოლო ინფორმაცია – საჯარო. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შვილად აყვანის საქმე განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე, ასეთი საქმეების განხილვისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 2. აკრძალულია ბავშვის შვილად აყვანა მშვილებლის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის გარეშე. სასამართლო პროცესს უნდა ესწრებოდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. 3. საპატიო მიზეზების არსებობისას სასამართლო სხდომა შეიძლება გაიმართოს ერთ-ერთი მშვილებლის მონაწილეობით. 4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, იგი ბავშვის შვილად აყვანის შესახებ განცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 349-ე და 351-ე მუხლებით დადგენილი წესით გამოიტანს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. 5. სასამართლო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. 6. შვილად აყვანა ძალაშია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. 7. მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის (თუ იგი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა) მოთხოვნით სასამართლო სხდომა შეიძლება იყოს ღია, ხოლო ინფორმაცია – საჯარო. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 19 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35135019¹12551254124414444061666721
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…შვილად აყვანისა და მინ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…