საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 14. გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს ეროვნულ ბანკზე; ბ) უცხოურ ცენტრალურ ბანკზე და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე; გ) საერთაშორისოდ აღიარებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ფილიალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტების, მე-17 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე.

3.ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტებისა და მე-17 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საერთაშორისოდ აღიარების საკითხს. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    მე-2 და მე-3 პუნქტებში გამონაკლისი ახლა ეხება მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტებს (მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დამატებით მე-17 მუხლს), ხოლო ახალი მე-4 პუნქტი ეროვნულ ბანკს აძლევს უცხოური პროვაიდერის საერთაშორისოდ აღიარების ინდივიდუალური განხილვის უფლებამოსილებას.

  2. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
259¹281¹7¹1517186491949314
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საბიუჯეტო …სამეწარმეო საქმიანობის…არასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს საგადასახა…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა