1.პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). პრობაციის ოფიცრის შრომის ანაზღაურება, აგრეთვე მისი სამუშაო და დასვენების დრო, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით.
3.პრობაციის ოფიცერი უზრუნველყოფილია სახელმწიფოს ხარჯზე სამსახურებრივი ტანსაცმლით. პრობაციის ოფიცრის დადგენილი ნიმუშის ფორმის სამსახურებრივ ტანსაცმელს გააჩნია სახელმწიფო სპეციალური წოდების ამსახველი ნიშნები.
4.პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს შეინახოს და ატაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავდაცვის სპეციალური საშუალებები, რომელთა ნუსხას, შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
5.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცრის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 წლის ხელფასის ოდენობით.
6.პრობაციის ოფიცერს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად ეძლევა კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1-დან 5 წლამდე ხელფასის ოდენობით.
7.პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს მიიღოს პენსია წელთა ნამსახურობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურის სხვა თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 თავი II თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულების წესი საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). პრობაციის ოფიცრის შრომის ანაზღაურება, აგრეთვე მისი სამუშაო და დასვენების დრო, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.2. პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით.3. პრობაციის ოფიცერი უზრუნველყოფილია სახელმწიფოს ხარჯზე სამსახურებრივი ტანსაცმლით. პრობაციის ოფიცრის დადგენილი ნიმუშის ფორმის სამსახურებრივ ტანსაცმელს გააჩნია სახელმწიფო სპეციალური წოდების ამსახველი ნიშნები.4. პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს შეინახოს და ატაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავდაცვის სპეციალური საშუალებები, რომელთა ნუსხას, შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცრის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 წლის ხელფასის ოდენობით.6. პრობაციის ოფიცერს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად ეძლევა კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1-დან 5 წლამდე ხელფასის ოდენობით.7. პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს მიიღოს პენსია წელთა ნამსახურობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.8. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურის სხვა თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82თავი IIთანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულების წესისაქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1 · ძალაშია 2 ივნ. 2003-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
4 ივლ. 2001 – 2 ივნ. 2003მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსფინანსური პოლიციის შეს…არასაპატიმრო სასჯელთა …დანაშაულის პრევენციის,…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ფინანსთა ს…პროკურატურის შესახებ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა