არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 4. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2007

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ სასამართლოს მიერ მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან შეიცავს რაიმე უზუსტობას, პრობაციის ბიუროს უფროსი აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს სასამართლოს.

2.პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიერ მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით აცნობებს სასამართლოს.

3.თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად გადაუგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს.

4.აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა, მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებაში მის უფლება-მოვალეობათა გასაცნობად. მსჯავრდებულისათვის ამ უფლება-მოვალეობების გაცნობის შესახებ პრობაციის ოფიცერი ადგენს სათანადო ოქმს.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოუცხადებლობა წარმოადგენს პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველს.

6.სამართლებრივი აქტი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს ეგზავნება ამ აქტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. “. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №421-დად2004-12-1414
    საკასაციო არსებითი (T2)

    პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველი

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა პირობითი მსჯავრის გაუქმება მაშინ, როდესაც დოკუმენტებსა და სასამართლოს დადგენილებაში მსჯავრდებულისათვის დაკისრებული კონკრეტული მოვალეობა მითითებული არ იყო. პალატამ პირობითი მსჯავრის გაუქმება უკანონოდ მიიჩნია, კერძო საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა და პრობაციის ბიუროს წარდგინებაზე უარი თქვა. ძალაში დარჩა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, პირობით, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

  • №309-დად2004-10-0818
    საკასაციო არსებითი (T2)

    პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველი

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა პირობითი მსჯავრის გაუქმება პრობაციის ბიუროში პერიოდულად გამოუცხადებლობის გამო. პალატამ განმარტა, რომ სსკ 67(3) ეხებოდა განაჩენით სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის სისტემატურ შეუსრულებლობას, ხოლო მსჯავრდებულს განაჩენით მოვალეობა არ დაკისრებია. კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პირობითი მსჯავრის გაუქმების დადგენილება გაუქმდა და მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა. გაგრძელდა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთის პირობითი მსჯავრის აღსრულება, განაჩენით განსაზღვრული ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 2 ივნ. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
816218018³18165282281286779844
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასაპატიმრო სასჯელთა …დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ზოგადი ადმ…სააღსრულებო წარმოებათა…