1.ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, რომლის სხდომა იმართება სულ მცირე თვეში ერთხელ.
2.აღმასრულებელი საბჭოს წევრისთვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.
3.აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სიითი შემადგენლობიდან, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.
4.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში.
5.აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას.
6.აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო: ა) კოლეგიურად ახორციელებს ასოციაციის ხელმძღვანელობას; ბ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს; გ) ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას; დ) ამტკიცებს ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესს; ე) განსაზღვრავს ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამას და მისი განხორციელების წესს. ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამის აუცილებელი კომპონენტი უნდა იყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, სწავლება; ვ) ამტკიცებს ასოციაციის მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას; ზ) გამოყოფს სახსრებს ასოციაციის საჭიროებისათვის, ადგენს სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობებს; თ) წელიწადში ერთხელ საჯაროდ აქვეყნებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) არსებული მონაცემების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის შედგენას, მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას; კ) კოორდინაციას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას, განსაზღვრავს გამოცდის ჩატარების თარიღს; ლ) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა მიერ ფიცის დადებას; მ) აღასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებებს; ნ) ამტკიცებს ასოციაციის საშტატო განრიგს, ასოციაციის თავმჯდომარისა და სხვა დაქირავებულ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს; ო) ამტკიცებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ადვოკატის ორდერის ნიმუშს; პ) ამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ამ ურთიერთობებში არის ასოციაციის წარმომადგენელი; ჟ) აწარმოებს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირად საქმეებს; რ) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე არის ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი; ს) გამოსცემს ადვოკატთა საინფორმაციო ბიულეტენს ან სხვა პერიოდულ გამოცემას; ტ) ასოციაციის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს თავმჯდომარის უფლებამოსილებების დროებით განსახორციელებლად; ტ 1 ) (ამოღებულია - 04.03.2026, №1375); უ) ახორციელებს ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ განეკუთვნება ასოციაციის სხვა ორგანოების კომპეტენციას. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2155 - სსმ I, №51, 06.12.2005წ., მუხ.342 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1780 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1917 – ვებგვერდი, 24.10.2022წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1375 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, რომლის სხდომა იმართება სულ მცირე თვეში ერთხელ. 2. აღმასრულებელი საბჭოს წევრისთვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. 3. აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სიითი შემადგენლობიდან, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. 4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში. 5. აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. 6. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო: ა) კოლეგიურად ახორციელებს ასოციაციის ხელმძღვანელობას; ბ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს; გ) ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას; დ) ამტკიცებს ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესს; ე) განსაზღვრავს ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამას და მისი განხორციელების წესს. ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამის აუცილებელი კომპონენტი უნდა იყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, სწავლება; ვ) ამტკიცებს ასოციაციის მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას; ზ) გამოყოფს სახსრებს ასოციაციის საჭიროებისათვის, ადგენს სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობებს; თ) წელიწადში ერთხელ საჯაროდ აქვეყნებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) არსებული მონაცემების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის შედგენას, მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას; კ) კოორდინაციას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას, განსაზღვრავს გამოცდის ჩატარების თარიღს; ლ) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა მიერ ფიცის დადებას; მ) აღასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებებს; ნ) ამტკიცებს ასოციაციის საშტატო განრიგს, ასოციაციის თავმჯდომარისა და სხვა დაქირავებულ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს; ო) ამტკიცებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ადვოკატის ორდერის ნიმუშს; პ) ამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ამ ურთიერთობებში არის ასოციაციის წარმომადგენელი; ჟ) აწარმოებს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირად საქმეებს; რ) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე არის ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი; ს) გამოსცემს ადვოკატთა საინფორმაციო ბიულეტენს ან სხვა პერიოდულ გამოცემას; ტ) ასოციაციის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს თავმჯდომარის უფლებამოსილებების დროებით განსახორციელებლად; ტ 1 ) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად ირჩევს იურიდიული დახმარების(ამოღებულიასაბჭოს-304.03.2026,წევრს;№1375); უ) ახორციელებს ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ განეკუთვნება ასოციაციის სხვა ორგანოების კომპეტენციას. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2155 - სსმ I, №51, 06.12.2005წ., მუხ.342 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1780 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1917 – ვებგვერდი, 24.10.2022წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1375 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №25 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
15 დეკ. 2022 – 22 დეკ. 2022ტექსტი უცნობია
28 ივლ. 2020 – 15 დეკ. 2022ტექსტი უცნობია
1 ივლ. 2017 – 1 იან. 2019ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 7
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 5 მარ. 2026
26-ე მუხლში ამოღებულია „ტ 1“ ქვეპუნქტი, ანუ აღმასრულებელი საბჭოს უფლებამოსილება აერჩია იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრი; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.
· გამოქვეყნდა 24 ოქტ. 2022
· გამოქვეყნდა 21 მაი. 2018
26-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტში აღმასრულებელი საბჭოს კომპეტენცია ტესტირებიდან საკვალიფიკაციო გამოცდაზე გადავიდა: კოორდინაცია, ჩატარების წესისა და საგამოცდო პროგრამის დამტკიცება და გამოცდის თარიღის განსაზღვრა.
26-ე მუხლში საბჭო 12 წევრიანი გახდა 4 წლიანი ვადით, დაემატა სხდომაზე დასწრების ვალდებულება და მრავლობითი ხმით არჩევის წესი, ხოლო უფლებამოსილებები ახალ მე-7 პუნქტში გაფართოებული ჩამონათვალით ჩამოყალიბდა.
მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით აღმასრულებელ საბჭოს დაემატა ტესტირების წესისა და პროგრამის დამტკიცება, ხოლო ტესტირების მომზადებისა და ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ფორმულირება ამოღებულია.
მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ტესტირების თარიღის განსაზღვრა და ორგანიზება ახლებურად ჩამოყალიბდა, აფხაზეთისა და აჭარის ასოციაციების გამონაკლისის გარეშე; დაემატა დ¹ ქვეპუნქტი თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების დამტკიცების შესახებ, ხოლო მე-5 პუნქტი ამოღებულია.