Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 66

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 66. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, როგორც წესი, მოიწვევა წელიწადში ერთხელ. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა, როდესაც კანონის შესაბამისად არჩეული უნდა იქნეს/იქნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი/წევრები, ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი/წევრები. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, სხდომამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.

2.საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომა ღიაა. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი. ამ კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. ყველა სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

3.საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ამ კანონით განსაზღვრული მისი სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება კონფერენციის რეგლამენტითა და აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების დებულებებით. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ. თავი XI 1 . იუსტიციის უმაღლესი სკოლა საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    პირველ პუნქტში კონფერენციის დღის წესრიგის გამოქვეყნების ადგილი უზენაესი სასამართლოს ვებგვერდიდან უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გადავიდა, ხოლო „1/5“ სიტყვიერად ჩამოყალიბდა.

  2. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    66-ე მუხლის პირველ პუნქტში კონფერენციის მოწვევის სიხშირე ჩამოყალიბდა როგორც წესი წელიწადში ერთხელ, ხოლო დღის წესრიგის გამოქვეყნების ვადა სხდომამდე 5 კალენდარულ დღემდე შემცირდა.

  3. 20 მაი. 2013

    პირველ პუნქტში დაემატა რიგგარეშე კონფერენციის სავალდებულო მოწვევის შემთხვევები და დღის წესრიგის გამოქვეყნება სხდომამდე არაუგვიანეს 7 დღისა; მე-2 პუნქტში დაწესდა კვორუმი და ფარული კენჭისყრა არჩევნებისთვის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 66¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 3 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2025
  • 7 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 65

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 65საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება
  • 63საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია
  • 64საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა

ადვოკატთა შესახებ

  • 25ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი
  • 24საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება

პროკურატურის შესახებ

  • 20პროკურორთა კონფერენცია

ნოტარიატის შესახებ

  • 34საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 196საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 27²

მაუწყებლობის შესახებ

  • 7კომისიის სხდომა. ინფორმაციის კონფიდენციალობა

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 34საქართველოს საერთო სასამართლოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 54საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2524727²6563643420196345466
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …ადვოკატთა შესახებპროკურატურის შესახებნოტარიატის შესახებსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026