Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადვოკატთა შესახებმუხლი 42

ადვოკატთა შესახებ

მუხლი 42. ადვოკატთა ასოციაციის პირველი საერთო კრება და ადვოკატთა ტესტირება

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველი ორი ტესტირების ჩატარების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2005 წლის 1 მარტისა მოიწვევს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელ კრებას. დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც: ა) წერილობით გამოთქვამს სურვილს, გაწევრიანდეს ადვოკატთა ასოციაციაში, და შესაბამისად წარადგენს განცხადებას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არა უგვიანეს 2005 წლის 31 იანვრისა; ბ) აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებს.

2.იუსტიციის უმაღლესი საბჭო შემოსული განცხადებების საფუძველზე ადგენს და 2005 წლის 15 თებერვლამდე აქვეყნებს დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიას. განმცხადებელი, რომელიც არ იქნება შეყვანილი დამფუძნებელ კრებაში მონაწილეთა სიაში, უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.

3.დამფუძნებელი კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება იმ პირთა ნახევარზე მეტი, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ დამფუძნებელ კრებაში და რომლებმაც ადვოკატის ფიცი დადეს კანონით განსაზღვრული წესით. დამფუძნებელ კრებაზე გადაწყვეტილებები, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. დამსწრე წევრთა რაოდენობა დაითვლება ყოველი კენჭისყრის წინ.

4.დამფუძნებელ კრებას ხსნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დამფუძნებელ კრებას თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება დამსწრე უხუცესი წევრი.

5.უხუცესი წევრი კითხულობს ადვოკატის ფიცს. ტექსტის წაკითხვის შემდეგ დამსწრე წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს. პირი, რომელიც თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, წერს განცხადებას.

6.დამფუძნებელი კრება ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია თავისი შემადგენლობიდან. ხმის დამთვლელი კომისია უზრუნველყოფს დამფუძნებელ კრებაზე ასარჩევი ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების წევრობის კანდიდატთა დასახელებული კანდიდატურების ბიულეტენებში შეტანას და საერთო კრების წევრთათვის ბიულეტენების დარიგებას.

7.დამფუძნებელი კრების ნებისმიერ მონაწილეს აქვს უფლება, დაასახელოს ასოციაციის თავმჯდომარეობის, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის, ეთიკის კომისიის წევრობის, სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატთა კანდიდატურები.

8.ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელებული იქნეს როგორც აღმასრულებელი საბჭოს, ისე ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატად.

9.ასარჩევ ორგანოში დასახელებული ყოველი კანდიდატი საჯაროდ, საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე აცხადებს თავის თანხმობას კანდიდატად კენჭისყრაზე. თუ რომელიმე პირი დასახელებული იქნება ერთდროულად ორივე ან სამივე ორგანოს წევრობის კანდიდატად, მაშინ იგი განაცხადებს საკუთარ სურვილს და თანხმობას მხოლოდ ერთი ორგანოს წევრობის კანდიდატად კენჭისყრაზე და შესაბამისად საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე მისი კანდიდატურა შეიტანება მხოლოდ ერთ ბიულეტენში.

10.არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ 35 ხმისა. თანაბარი რაოდენობის ხმათა მიმღებ კანდიდატებს შორის, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო კანონით გათვალისწინებული ორგანოს წევრთა რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის მქონე, მაგრამ 35 ხმაზე ნაკლების მიმღებ იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი. თუ ასარჩევ კანდიდატთა რაოდენობაზე მეტ კანდიდატს აღმოაჩნდა თანაბარი საუკეთესო შედეგი ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა დააგროვა, განმეორებით კენჭი ეყრება ყველა ზემოაღნიშნულ კანდიდატს. იმ შემთხვევაში, თუ ორი კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა ვერ დააგროვეს ხმათა მინიმალური რაოდენობა კანონით გათვალისწინებული ორგანოს დარჩენილ წევრთა რაოდენობის შესავსებად, ტარდება ხელახალი არჩევნები.

11.ხმის დამთვლელი კომისია ჩატარებული არჩევნების შედეგებს აფორმებს ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ყველა წევრი. საბოლოო შედეგებს საერთო კრებაზე აცხადებს ხმის დამთვლელი კომისიის თამჯდომარე. საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2303 - სსმ I,  №13, 02.06.2003წ., მუხ.86 საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №304 - სსმ I,  №20, 16.07.2004წ., მუხ.102 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ. 55 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2155 - სსმ I,  №51, 06.12.2005წ., მუხ. 342

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 30 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 6 დეკ. 2005

    მე-3 პუნქტში დამფუძნებელი კრების კვორუმი ეყრდნობა მათ, ვისაც მონაწილეობის უფლება აქვს და ფიცი დადო, ხოლო დამსწრეთა რაოდენობა ყოველი კენჭისყრის წინ ითვლება; მე-10 პუნქტში არჩევის წესი შეიცვალა 35 ხმის ბარიერითა და განმეორებითი კენჭისყრის წესებით.

  2. 19 იან. 2005

    42-ე მუხლით პირველი საერთო კრება შეიცვალა დამფუძნებელი კრებით, რომლის მოწვევის ვადაა 2005 წლის 1 მარტი, და დაწესდა მონაწილეთა სიის შედგენის, გასაჩივრების, ფიცის დადებისა და ორგანოთა არჩევის წესები.

  3. 11 ივლ. 2004

    პირველ პუნქტში კრების მომწვევად დარჩა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ტესტირებათა რაოდენობა სამიდან ორამდე შემცირდა; მე-2 პუნქტში ამოღებულია ავტონომიური რესპუბლიკების საბჭოების ვალდებულება და პირველი ტესტირების 2004 წლის 1 მარტის ვადა, დარჩა მეორე ტესტირების ჩატარება 2005 წლის 1 იანვრამდე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 41შემდეგი მუხლი 43

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №25

  • 3 ცვლილება · ბოლო 6 დეკ. 2005
  • 10 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადვოკატთა შესახებ

  • 24საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება
  • 41საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება ადვოკატთა ასოციაციის შექმნამდე
  • 40ადვოკატთა ტესტირება გარდამავალ პერიოდში

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 50საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 65საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება
  • 47საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი

პროკურატურის შესახებ

  • 20პროკურორთა კონფერენცია

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 29საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მედიაციის შესახებ

  • 18გარდამავალი  დებულებანი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 111ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
102441406450654720111182919742
მითითებამნიშვნელობით ახლოსადვოკატთა შესახებსაერთო სასამართლოების …საქართველოს პარლამენტი…პროკურატურის შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026