Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 66

საზღვაო კოდექსი

მუხლი 66

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საქართველოს დროშით მცურავ გემზე მიწოდებული საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს გემზე მყოფ მეზღვაურთა რაოდენობას და მათ რელიგიურ და კულტურულ წეს-ჩვეულებებს, ითვალისწინებდეს გემის ნაოსნობის ხანგრძლივობას, იყოს სათანადო რაოდენობის. ამასთანავე, დაცული უნდა იყოს მათი კვებითი ღირებულება, ხარისხი და მრავალფეროვნება.

2.გემზე სასმელი წყლისა და საკვების შესაბამისობას, ხარისხსა და რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტო.

3.გემის სამზარეულო ისე უნდა იყოს ორგანიზებული, ხოლო მისი აღჭურვილობა − მოწყობილი, რომ მეზღვაურებისთვის ადეკვატური, მრავალფეროვანი და მაღალი კვებითი ღირებულების საკვები ჰიგიენურ პირობებში მომზადდეს.

4.სავალდებულოა საქართველოს დროშით მცურავი გემისთვის შესაბამისი კვალიფიციური მზარეულის შერჩევა. ამასთანავე, თუ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტში მითითებული მეზღვაურთა საერთო რაოდენობა ათზე ნაკლებია, შესაძლებელია გემს არ ჰყავდეს კვალიფიციური მზარეული. აღნიშნულ შემთხვევაში გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე მყოფი პირი, რომელსაც საკვების მომზადება ევალება, საკვები პროდუქტების მოვლის, შენახვისა და მომზადების საკითხებში სათანადოდ გაწვრთნილი იყოს ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

5.კვალიფიციური მზარეული არის პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6.მეზღვაურს, რომელიც საქართველოს დროშით მცურავ გემზე საზღვაო კულინარიის მიმართულებით მუშაობს, გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო წვრთნა და ინსტრუქტაჟი თავისი თანამდებობის შესაბამისად.

7.ამ მუხლის მიზნებისთვის პირად, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და ინსტრუქტაჟი, მიიჩნევა პირი, რომელმაც გაიარა შემდეგ კურსთაგან ერთ-ერთი: ა) სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსი; ბ) გემთმფლობელის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი კურსი, რომელიც მოიცავს სულ მცირე სამზარეულოში პირადი უსაფრთხოების დაცვის მეთოდებს, საკვების ჰიგიენისა და პირადი ჰიგიენის საკითხებს.

8.საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი ან მის მიერ განსაზღვრული პირი ვალდებულია არანაკლებ კვირაში ერთხელ განახორციელოს სასმელი წყლის, საკვების, საკვები პროდუქტების საწყობის, სამზარეულოს და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის მონიტორინგი (ინსპექტირება).

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილში მითითებული მონიტორინგის (ინსპექტირების) გარდა, საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი ან მის მიერ განსაზღვრული პირი ვალდებულია ყოველთვიურად განახორციელოს გემზე არსებული საცხოვრებელი ადგილების ინსპექტირება, რათა დარწმუნდეს, რომ საცხოვრებელი ოთახები ჰიგიენურია და ღირსეულ განთავსებას უზრუნველყოფს.

10.ამ მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილებით მოთხოვნილი მონიტორინგი (ინსპექტირება) და მისი განხორციელების დროს აღმოჩენილი შეუსაბამობა გემზე აღმოჩენილ სხვა შეუსაბამობებთან ერთად აღირიცხება სათანადო დოკუმენტში და მიეთითება მის აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებები. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ოქტ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 67

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №42

  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 67
  • 64
  • 374¹

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 8გემის მზარეულის მომზადება და დასაქმება
  • 19ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურება
  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 53გემთმფლობელის ვალდებულებანი
  • 27მოთხოვნები განათლებისა და წვრთნის მიმართ
  • 49მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 11კანდიდატისათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები
  • 14გემთმფლობელის პასუხისმგებლობა
  • 4მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6764374¹53274911144819766
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026