2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის: ა) ცესკომ 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საარჩევნო ოლქების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება; ბ) ცესკომ 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნა ან/და ცვლილებების განხორციელება, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრული ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების, 2017 წელს განხორციელებული თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ცვლილებების და ამ კანონის 140-ე მუხლით დადგენილი ოდენობების გათვალისწინებით; დ) საარჩევნო უბნები შეიქმნას ან/და ცვლილებები განხორციელდეს არაუგვიანეს 2025 წლის 1 აგვისტოსი; ე) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში ამომრჩეველთა რაოდენობა განისაზღვრება 2017 წლის 15 ივლისის მდგომარეობით. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №168 – ვებგვერდი, 29.12.2024წ.
მუხლი 203⁸. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელება
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №92 · ძალაშია 29 დეკ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
10 იან. 2012 – 29 დეკ. 2024 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

