Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 25

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 25. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა/დანიშვნა

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 27. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა/დანიშვნა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹789101112131415161718192021

1.(ამოღებულია - 22.12.2022, №2475) .

2.(ამოღებულია - 22.12.2022, №2475) .

3.(ამოღებულია - 22.12.2022, №2475) .

4.საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მორიგი არჩევნებისთვის ირჩევს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 46-ე დღისა, ხოლო რიგგარეშე არჩევნებისთვის − არაუადრეს 50-ე დღისა და არაუგვიანეს 46-ე დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევამდე შესაბამის კანდიდატთა სია ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-9 დღისა.

5.ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს არჩევნების დღემდე არაუადრეს 24-ე დღისა და არაუგვიანეს მე-20 დღისა.

6.ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე დღისა და არაუგვიანეს მე-40 დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ – არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-14 დღისა და არაუგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ – ცესკოს, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა.

6¹.თუ კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტია ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყენებს ამ უფლებას, ის კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში.

7.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიის წევრთა სიას – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიის წევრთა სიას – ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა.

8.თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისთვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიისთვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისთვის, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისთვის – არჩევნების დღემდე მე-19 დღისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები რაოდენობის წევრი აღმოჩნდა, ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე შემთხვევაში) უფლება აქვთ, საუბნო საარჩევნო კომისიის გამოკლებული წევრების ადგილზე 3 დღის ვადაში აირჩიონ კომისიის წევრები კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო პირობებს, ვადებს და აღნიშნულ წევრთა არჩევის წესს განკარგულებით ადგენს ცესკო.

9.უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – ცესკოს.

10.თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შესავსებად კომისიის წევრის არჩევის უფლება ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს, შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს. ასეთ შემთხვევაში პარტია კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელახლა დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში.

11.საოლქო საარჩევნო კომისია, ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. ცესკოს მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, იმ პირობით, რომ მას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. თუ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ამ პუნქტით დადგენილი პროცედურის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, გადაწყვეტილებას იღებს ცესკო.

12.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც აირჩა/დაინიშნა იგი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ პარტიის გადაწყვეტილებაში მიეთითება კომისიის წევრად დანიშნული პირის საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის კომისიის წევრად დანიშნული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის თანხმობა.

13.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლით განსაზღვრული საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ამ საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც აირჩია/დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს. 13​ 1 . უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდება, რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მისი წარდგენის მომენტისთვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი ან/და წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.

14.ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან. აღნიშნული უფლებამოსილებები წყდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.

15.(ამოღებულია - 25.07.2013, №864) .

16.(ამოღებულია - 25.07.2013, №864) .

17.(ამოღებულია - 25.07.2013, №864) .

18.(ამოღებულია - 25.07.2013, №864) .

19.(ამოღებულია - 25.07.2013, №864) .

20.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე.

21.(ამოღებულია - 22.12.2022, №2475) . საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის ორგანული კანონი №864 - ვებგვერდი, 19.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. (ამოღებულია - 22.12.2022, №2475) . 2. (ამოღებულია - 22.12.2022, №2475) . 3. (ამოღებულია - 22.12.2022, №2475) . 4. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მორიგი არჩევნებისთვის ირჩევს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 46-ე დღისა, ხოლო რიგგარეშე არჩევნებისთვის − არაუადრეს 50-ე დღისა და არაუგვიანეს 46-ე დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევამდე შესაბამის კანდიდატთა სია ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-9 დღისა. 5. ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს არჩევნების დღემდე არაუადრეს 24-ე დღისა და არაუგვიანეს მე-20 დღისა. 6. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე დღისა და არაუგვიანეს მე-40 დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ – არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-14 დღისა და არაუგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ – ცესკოს, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა. 6 1 . თუ კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტია ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყენებს ამ უფლებას, ის კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში. 7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიის წევრთა სიას – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიის წევრთა სიას – ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა. 8. თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისთვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიისთვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისთვის, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისთვის – არჩევნების დღემდე მე-19 დღისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები რაოდენობის წევრი აღმოჩნდა, ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე შემთხვევაში) უფლება აქვთ, საუბნო საარჩევნო კომისიის გამოკლებული წევრების ადგილზე 3 დღის ვადაში აირჩიონ კომისიის წევრები კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო პირობებს, ვადებს და აღნიშნულ წევრთა არჩევის წესს განკარგულებით ადგენს ცესკო. 9. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – ცესკოს. 10. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შესავსებად კომისიის წევრის არჩევის უფლება ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს, შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს. ასეთ შემთხვევაში პარტია კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელახლა დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში. 11. საოლქო საარჩევნო კომისია, ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. ცესკოს მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, იმ პირობით, რომ მას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. თუ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ამ პუნქტით დადგენილი პროცედურის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, გადაწყვეტილებას იღებს ცესკო. 12. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც აირჩა/დაინიშნა იგი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ პარტიის გადაწყვეტილებაში მიეთითება კომისიის წევრად დანიშნული პირის საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის კომისიის წევრად დანიშნული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის თანხმობა. 13. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლით განსაზღვრული საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ამ საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც აირჩია/დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს. 13​ 1 . უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდება, რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მისი წარდგენის მომენტისთვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი ან/და წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად. 14. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან. აღნიშნული უფლებამოსილებები წყდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე. 15. (ამოღებულია - 25.07.2013, №864) . 16. (ამოღებულია - 25.07.2013, №864) . 17. (ამოღებულია - 25.07.2013, №864) . 18. (ამოღებულია - 25.07.2013, №864) . 19. (ამოღებულია - 25.07.2013, №864) . 20. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე. 21. (ამოღებულია - 22.12.2022, №2475) . საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის ორგანული კანონი №864 - ვებგვერდი, 19.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №77 · ძალაშია 2 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 დეკ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 25¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №101

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 14 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 24

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24მუხლი 25¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 27საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა/დანიშვნა
  • 26საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა
  • 22საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის / არჩევის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 31საუბნო
  • 30საუბნო
  • 26საოლქო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

რეფერენდუმის შესახებ

  • 16სარეფერენდუმო კომისიები
  • 22სარეფერენდუმო ბიულეტენი
  • 23კენჭისყრის მოწყობა

მაუწყებლობის შესახებ

  • 9კომისიის შემადგენლობა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 20პარტიული სიების წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2091622232425¹20227262231302625
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…რეფერენდუმის შესახებმაუწყებლობის შესახებ