Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 28

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 28. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 12. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები →

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹4²4³56

1.საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა; დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა; ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი; ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა; თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

2.დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) თანამდებობრივი სარგოს/თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება; დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).

3.ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

4.საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისათვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.

4¹.თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო ან საარჩევნო კომისია ამ წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მის მიმართ სამართალწარმოებას ახორციელებს, უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს აღნიშნული წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს, ხოლო ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისიის აღნიშნულ წევრზე ვრცელდება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები.

4².საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 12 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის 4 3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4³.კენჭისყრის დღემდე წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ განცხადებაზე/საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

5.საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი − 2 წლის განმავლობაში.

6.შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს − დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა ხდება იმავე წესით, რომლითაც მოხდა მისი შეფარდება. საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის ორგანული კანონი №864 - ვებგვერდი, 19.08.2013წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №1836 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 19 მარტის ორგანული კანონი №4089 – ვებგვერდი, 25.03.2024წ.

წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 20მუხლი 24

მიუთითებენ მასზე

მუხლი 27

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 12საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
  • 24საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
  • 29საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 17საოლქო
  • 28საოლქო
  • 33საუბნო

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 85დისციპლინური გადაცდომები
  • 97დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁹დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეები

პენიტენციური კოდექსი

  • 20მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 35პასუხისმგებლობა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ კანონის დარღვევისათვის

თავდაცვის კოდექსი

  • 138დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, სახეები და დაკისრების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3511¹⁹1020242785972012242917283328
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსი