საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 36. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საარჩევნო სუბიექტებს ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2.საარჩევნო სუბიექტები რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართავენ შესაბამის საარჩევნო კომისიას და ამ კანონით დადგენილი წესით წარადგენენ სათანადო დოკუმენტაციას.

3.საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური ამ კანონით დადგენილ ვადაში ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს რეგისტრაციის საკითხს. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც საბუთების სრულყოფისთვის ეძლევა 3 დღე (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). შესწორებული საბუთები მოწმდება და რეგისტრაციის საკითხი წყდება საბუთების წარდგენიდან 2 დღეში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აცნობებს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც უფლება აქვს, მოთხოვნისთანავე მიიღოს ეს გადაწყვეტილება. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საარჩევნო სუბიექტებს ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2. საარჩევნო სუბიექტები რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართავენ შესაბამის საარჩევნო კომისიას და ამ კანონით დადგენილი წესით წარადგენენ სათანადო დოკუმენტაციას. 3. საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური ამ კანონით დადგენილ ვადაში ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს რეგისტრაციის საკითხს. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც საბუთების სრულყოფისთვის ეძლევა 3 დღე (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). შესწორებული საბუთები მოწმდება და რეგისტრაციის საკითხი წყდება საბუთების წარდგენიდან 2 დღეში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აცნობებს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც უფლება აქვს, მოთხოვნისთანავე მიიღოს ეს გადაწყვეტილება. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №65 · ძალაშია 29 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 სექ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2331²36¹891111231203913015246546836
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…მოქალაქეთა პოლიტიკური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…