საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 54¹. მონაცემთა ბაზის დეპონირება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების შედეგად „საქპატენტის“ მიერ გაცემული მოწმობა ადასტურებს მხოლოდ მონაცემთა ბაზის დეპონირების ფაქტს.

2.მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის „საქპატენტში“ დეპონირებისას განმცხადებლის მიერ დაცული უნდა იქნეს მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული საავტორო და სხვა უფლებები.

3.განმცხადებლის მიერ „საქპატენტში“ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი.

4.თუ „საქპატენტში“ მონაცემთა ბაზის დეპონირებისათვის განცხადებას წარადგენს დამამზადებლის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე ან სხვა პირი, რომელიც ფლობს დამამზადებლის უფლებებს, მას უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან დამამზადებლის უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.„საქპატენტში“ მონაცემთა ბაზის წარმომადგენლის მეშვეობით დეპონირებისას განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამდასტურებელი დოკუმენტი.

6.ამ მუხლის თანახმად დეპონირებულ მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია „საქპატენტის“ მიერ შეიძლება გახდეს საჯარო თავად მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მოთხოვნით.

7.მონაცემთა ბაზის დეპონირებისათვის გადაიხდება საფასური, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2010  წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 30 დეკ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 27 ივნ. 2005 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242346119¹5955157¹8³7141654¹
მნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს საპატენტო …პერსონალურ მონაცემთა დ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს ადმინისტრა…ინტეგრალური მიკროსქემი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა