საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 54. მონაცემთა ბაზის დამამზადებელი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მონაცემთა ბაზის (რომელიც არ წარმოადგენს ნაწარმოებს) დამამზადებელი, რომელიც ადასტურებს, რომ მან განახორციელა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიცია მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, მოპოვების, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ, სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, არ დაუშვას მისი მთლიანი შემცველობის ან ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება.

2.ამ თავის მიზნებისათვის, ამოღება გულისხმობს მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის მუდმივად ან დროებით გადატანას სხვა მატერიალურ მატარებელზე ნებისმიერი საშუალებით თუ ფორმით, ხოლო ხელახალი გამოყენება გულისხმობს აღნიშნული მატარებლის ან მისი ასლების საზოგადოებაში გავრცელებას, გაქირავებას ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემას ანდა მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის საჯარო გაცნობას. საქართველოში დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით მონაცემთა ბაზის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში მათი გავრცელების კონტროლის უფლება.

3.დაუშვებელია მონაცემთა ბაზის შემცველობის უმნიშვნელო ნაწილების განმეორებითი ან სისტემატური ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება, თუ ასეთი მოქმედება ხელს უშლის მის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ ლახავს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის კანონიერ ინტერესებს.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

5.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებები ძალაშია დამოუკიდებლად იმისა, დაცულია თუ არა ამ მონაცემთა ბაზაში შემავალი ნაწარმოებები, მომიჯნავე უფლებების ობიექტები და სხვა მონაცემები, მათი შინაარსის მიუხედავად. მონაცემთა ბაზის დაცვა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლებების შესაბამისად არ უნდა ლახავდეს მის შემადგენელ ნაწილებთან დაკავშირებულ საავტორო ან სხვა უფლებებს. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 30 დეკ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3057555658157¹5050¹ (…2213252454
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …ინფორმაციის ერთიანი სა…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს შრომის კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა