Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 59

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 59. საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დაცვა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:საავტორო უფლებების დაცვასაავტორო უფლებების დავებისაავტორო უფლებების რეგისტრაციაგამომცემლობაკონტენტის დაცვასაპატენტო სტრატეგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით; ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება უფლების მფლობელის არჩევით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, რომლებიც არ გამოითხოვა უფლების მფლობელმა, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალა, მოწყობილობა ან მოწყობილობის კომპონენტი ნადგურდება სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ მართლზომიერად შეძენილი ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონტრაფაქციული ასლები კომერციული გამოყენების მიზნით იქნა შეძენილი.

5.თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები კონტრაფაქციულია, შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული  მასშტაბით დარღვევისათვის.

6.ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა უფლების მფლობელი ნაწარმოების, მომიჯნავე უფლებების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენებით.

7.ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის სიმძიმე, კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.

8.დავის დაწყებამდე უფლების მფლობელმა ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით უნდა მიმართოს დამრღვევს, ხოლო დამრღვევს უფლება აქვს, უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში გადაუხადოს მას ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების 10 პროცენტზე მეტი ოდენობით. თუ დამრღვევი მისთვის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში არ გადაუხდის უფლების მფლობელს ერთჯერად ფულად კომპენსაციას აღნიშნული ოდენობით, უფლების მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს დავა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოითხოვოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა, რომელიც არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები.

9.საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლების მფლობელს, მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, შუალედური მომსახურების მიმწოდებლისგან წერილობითი შეტყობინებით მოითხოვოს იმ კონტრაფაქციული ასლების დაუყოვნებლივ წაშლა ან იმ კონტრაფაქციული ასლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლებიც არღვევს მის საავტორო უფლებას ან/და მომიჯნავე უფლებას ან უფლებას მონაცემთა ბაზაზე.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული უფლების მფლობელის წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) უფლების დარღვევის ობიექტის აღწერას, აგრეთვე მითითებას იმ ფაქტზე, რომელიც არის დასაბუთებული საფუძველი იმისა, რომ საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზაზე უფლების მფლობელის უფლება დაირღვა; ბ) იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება კონტრაფაქციული ასლების იდენტიფიცირება; გ) უფლების მფლობელის სახელს (დასახელებას), საიდენტიფიკაციო ან პირად ნომერს, ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართებს, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1917 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2442 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1137 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით; ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება უფლების მფლობელის არჩევით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, რომლებიც არ გამოითხოვა უფლების მფლობელმა, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალა, მოწყობილობა ან მოწყობილობის კომპონენტი ნადგურდება სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ მართლზომიერად შეძენილი ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონტრაფაქციული ასლები კომერციული გამოყენების მიზნით იქნა შეძენილი. 5. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები კონტრაფაქციულია, შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული  მასშტაბით დარღვევისათვის. 6. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა უფლების მფლობელი ნაწარმოების, მომიჯნავე უფლებების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენებით. 7. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის სიმძიმე, კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული. 8. დავის დაწყებამდე უფლების მფლობელმა ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით უნდა მიმართოს დამრღვევს, ხოლო დამრღვევს უფლება აქვს, უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში გადაუხადოს მას ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების 10 პროცენტზე მეტი ოდენობით. თუ დამრღვევი მისთვის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში არ გადაუხდის უფლების მფლობელს ერთჯერად ფულად კომპენსაციას აღნიშნული ოდენობით, უფლების მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს დავა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოითხოვოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა, რომელიც არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები. 9. საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლების მფლობელს, მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, შუალედური მომსახურების მიმწოდებლისგან წერილობითი შეტყობინებით მოითხოვოს იმ კონტრაფაქციული ასლების დაუყოვნებლივ წაშლა ან იმ კონტრაფაქციული ასლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლებიც არღვევს მის საავტორო უფლებას ან/და მომიჯნავე უფლებას ან უფლებას მონაცემთა ბაზაზე. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული უფლების მფლობელის წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) უფლების დარღვევის ობიექტის აღწერას, აგრეთვე მითითებას იმ ფაქტზე, რომელიც არის დასაბუთებული საფუძველი იმისა, რომ საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზაზე უფლების მფლობელის უფლება დაირღვა; ბ) იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება კონტრაფაქციული ასლების იდენტიფიცირება; გ) უფლების მფლობელის სახელს (დასახელებას), საიდენტიფიკაციო ან პირად ნომერს, ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართებს, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1917 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2442 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1137 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
რედაქციების შედარება

1. საავტორო უფლების მფლობელს,და მომიჯნავე უფლებების მფლობელსმფლობელებს ანდა მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს,აქვთ დამრღვევისგანდამრღვევისაგან მოითხოვოს:მოითხოვონ: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცესზიანის უფლებისანაზღაურება, მფლობელსმიუღებელი მისიშემოსავლის მოთხოვნით;ჩათვლით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებაანაზღაურების (მიუღებელინაცვლად იმ შემოსავლის ჩათვლით),ჩამორთმევა, თურომელიც დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების,მიიღო მომიჯნავემათი უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ;შედეგად; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადიკომპენსაციის ფულადიგადახდა, კომპენსაციისრომლის გადახდა.ოდენობასაც ამასთანავე,განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; ზ)ვ) მისიმათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება,მიღება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ვ“„გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება უფლების მფლობელის არჩევით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, რომლებიც არ გამოითხოვა უფლების მფლობელმა, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალა, მოწყობილობა ან მოწყობილობის კომპონენტი ნადგურდება სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ მართლზომიერად შეძენილი ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონტრაფაქციული ასლები კომერციული გამოყენების მიზნით იქნა შეძენილი. 5. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები კონტრაფაქციულია, შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული  მასშტაბით დარღვევისათვის. 6. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, უფლების მფლობელისთვისმფლობელისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაცრომელიც მიიღებდაშეეძლო მიეღო უფლების მფლობელიმფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლებებისუფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენებით. 7. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის სიმძიმე, კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნესგამოყენების მიღებული.შედეგად. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისი ს კანონი № 1585 - სსმ I, № 31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1917 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 დეკ. 2025
წინა მუხლი 58შემდეგი მუხლი 60

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მუსიკალური კონტრაქტები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტორის უფლებების დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა (მუხლი 189/196)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პატენტის დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-12
4
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 60

მიუთითებენ მასზე

მუხლი 60¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 58საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა
  • 55მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები
  • 60კონტრაფაქციული ასლები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 157¹საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა
  • 157²ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე მითითებული უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა, განადგურება ან გაყალბება
  • 157³ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის (აღნიშვნის) შეცვლა ან განადგურება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 189საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 11სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ
  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 14მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 68⁵პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
68⁵6060¹5855189157¹157²157³21171459
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ინტელექტუალურ საკუთრებ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს საპატენტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025