1.პირის მიერ სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირებ ის ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავალდებულო მარკირებ ას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ მარკირების ნიშანი საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული საქონლის მწარმოებელს, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
3.იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. შენიშვნა:
1.ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 5 000 ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირებ ის ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა.
2.სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირებ ის ნიშნის მეორად გამოყენებად ითვლება მისი ანალოგიური სახეობის სხვა არამარკირებულ საქონელზე დატანა. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6254 – ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4377 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №163 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.




