საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 202¹. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევა

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ან ანგარიშვალდებული პირის ხელმძღვანელის ან თანამშრომლის მიერ საეჭვო გარიგების მომზადების, დადების, შესრულების, დადების მცდელობის ან შესრულების მცდელობის შესახებ ინფორმაციის ან/და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდების ფაქტის გახმაურება, აგრეთვე გარიგების ან/და ამ გარიგების მონაწილე პირთან (პირებთან) დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების შეჩერების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების გახმაურება − ისჯება ჯარიმით ან/და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით.

2.იგივე ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს ან თანამშრომელს, ანგარიშვალდებული პირის ხელმძღვანელს ან თანამშრომელს, რომელიც აღნიშნულ ქმედებას „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ შემთხვევაში ახორციელებს. საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5953 – სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.56 საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3902 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5237 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №213 · ძალაშია 30 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივლ. 2015 – 31 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

  2. 13 აგვ. 1999 – 11 აპრ. 2008 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
307202321¹330¹6232436392882202¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…ფულის გათეთრებისა და ტ…არასაბანკო სადეპოზიტო …საინვესტიციო ფონდების …ადვოკატთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №296 · ბოლოს შემოწმდა