ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 39. თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ინფორმაციის გაცვლითა და გამოცდილების გაზიარებით .

2.საზედამხედველო ორგანო ვალდებულია დროულად აცნობოს სამსახურს ანგარიშვალდებული პირის შემოწმების ჩატარებისას გამოვლენილი ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევის შესახებ . სამსახურს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოვლენილი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტის შესახებ .

3.საზედამხედველო ორგანომ ჯგუფზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით უნდა ითანამშრომლოს და გაცვალოს სათანადო ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირის სათავო ან შვილობილი საწარმოს ( ორგანიზაციის ) ან ფილიალის ადგილსამყოფელი იურისდიქციის შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან .

4.სამსახური ვალდებულია დროულად აცნობოს საზედამხედველო ორგანოს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევის შესაძლო ფაქტის შესახებ .

5.საქართველოს გენერალური პროკურატურა , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური , შემოსავლების სამსახური , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას გონივრულ ვადაში აცნობოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად სამსახურისგან მიღებული ანალიზის შედეგებისა და სამსახურისგან მიღებული სხვა ინფორმაციის ( დოკუმენტის ) გამოყენებისა და მისი შედეგის შესახებ .

6.სამსახური უფლებამოსილია საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი მათი მოადგილეების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიაწოდოს თავის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიების მიზნების მისაღწევად.

7.კომპეტენტური ორგანო მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტს სამსახურისგან მოიპოვებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით . საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. თავი X გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
305202202¹6102337734827839
მნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საქართველოს სისხლის სა…საინვესტიციო ფონდების …თავისუფლების ქარტიასამართალდაცვით სფეროში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა