1.სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენისას , მიუხედავად გარიგების თანხის ოდენობისა , ანგარიშვალდებულ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში შესაბამისი გარიგების , აგრეთვე ამ გარიგებასთან ან / და ამ გარიგების მონაწილე პირთან დაკავშირებული სხვა გარიგების მომზადების , დადების ან შესრულების შეჩერების შესახებ . სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაცია ( დოკუმენტი ) დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალურ პროკურატურას , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან / და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს .
2.სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ანგარიშვალდებულ პირს ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება . აღნიშნული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით .
3.ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული მითითება ფორმდება სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით . ეს წერილობითი მითითება ანგარიშვალდებულ პირს მომდევნო 24 საათის განმავლობაში გადაეცემა . აღნიშნულ ვადაში წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ვადის გასვლის შემდეგ განაახლოს შესაბამისი გარიგების მომზადება , დადება ან შესრულება .
4.ანგარიშვალდებულმა პირმა სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა დაადასტუროს ამ მუხლის პირველი − მე -3 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აღნიშნული მითითების დაუყოვნებლივ შესასრულებლად აუცილებელი ღონისძიებები .
5.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 72- საათიანი ვადის ათვლა იწყება ანგარიშვალდებული პირის მიერ მითითების მიღების მომენტიდან . აღნიშნული ვადის გამოთვლისას დასვენებისა და უქმე დღეები არ გაითვალისწინება . მითითება შეიძლება ვადაზე ადრე გაუქმდეს , თუ ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდი არ დადასტურდება , ან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე , საქართველოს გენერალური პროკურატურის , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი თხოვნის საფუძველზე .
6.ამ მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად მითითების ვადაზე ადრე გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი . აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დროულად უნდა ეცნობოს ანგარიშვალდებულ პირს . ასეთი შეტყობინების ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით .
7.სამსახური უფლებამოსილია სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნის საფუძველზე ანგარიშვალდებულ პირს მისცეს ამ მუხლის პირველი და მე -2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება ან თვითონ გაუგზავნოს ანალოგიური თხოვნა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს .
8.სამსახური ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნას დააკმაყოფილებს , თუ დარწმუნდება , რომ ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის ვარაუდი დასაბუთებულია .

