Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიმუხლი 260²

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 260². ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე.

4.მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

5.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

6.ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.

7.ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

8.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

9.ამ მუხლის მე-7 ან მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა:

1.ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

2.ამ მუხლის მე-7 ნაწილის მოქმედება ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე.

3.ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.

წინა მუხლი 260¹შემდეგი მუხლი 260³

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №296

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 260³ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაცია
  • 260⁴ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა
  • 261ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 45ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება
  • 45¹მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა
  • 100²მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ან/და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/და რეალიზაცია

ამნისტიის შესახებ

  • 6—
  • 8—

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 73ვადიანი თავისუფლების აღკვეთა

ამნისტიის შესახებ

  • 3—

„ამნისტიის შესახებ“

  • 1—

ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ

  • 3¹ნარკოვაჭრობა, ნარკომოვაჭრე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
260³260⁴2613¹4545¹100²173683260²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ამნისტიის შესახებარასრულწლოვანთა მართლმ…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ“

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026