Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 45¹

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 45¹. მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ალკოჰოლი და თამბაქონარკოტიკული დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა შენობა-ნაგებობისა (თუ ეს შენობა-ნაგებობა იმავდროულად ეკონომიკური საქმიანობისთვის არ გამოიყენება), – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

4.18 წლამდე ასაკის პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

6.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო დაწესებულების ან/და ფარმაცევტული დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტსა და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საჯარო სივრცეში სხვა ადგილას – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1 200 ლარამდე ოდენობით.

7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

8.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვნის თანდასწრებით (მათ შორის, პირად სივრცეში) ან სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის ან/და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

10.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

11.ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

12.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

13.ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

14.დაწესებულების (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები) მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად ზომების მიუღებლობა – გამოიწვევს დაწესებულების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

15.ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობა არის ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი.

2.ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის ეკონომიკური საქმიანობა განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული საქმიანობა არ მოიცავს შენობა-ნაგებობის საცხოვრებლად ქირით გადაცემას, გარდა სასტუმროს და საოჯახო სასტუმროს მიერ შენობა-ნაგებობის ქირით გადაცემის შემთხვევებისა.

3.ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა, აგრეთვე ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განთავსებულია საჯარო სივრცეში ან საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილას.

4.ამ მუხლის მიზნებისთვის პირადი სივრცე გულისხმობს ბინას, საცხოვრებელ სახლს ან/და სხვა სახის მფლობელობას, თუ იქ არსებობს პრივატულობის გონივრული მოლოდინი.

5.ამ მუხლის მე-14 ნაწილის მიზნებისთვის დაწესებულება ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ახორციელებს: ა) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; ბ) თუ არსებობს ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი აშკარა ნიშნები, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი, აგრეთვე სავარაუდო ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს შეაწყვეტინოს სამსახურებრივი საქმიანობა.

6.პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მცირე ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

7.თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების ფაქტის დადგენისას გამოიყენება ამ კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრული წესი. თუ პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და აღნიშნული ფაქტის ადგილზე დადგენა შეუძლებელია, პოლიციელი პირს გამოკვლევის ჩატარების მიზნით წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს.

8.პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფად ჩაითვლება, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით.

9.პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებად ითვლება მისი მიღების/მოწევის პროცესი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5  ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების ფაქტი დგინდება პირის ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების შედეგად, ამ კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

10.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

11.პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.

12.( ამოღებულია - 16.04.2025, №501 ). საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განჩინება №2/15/1453 – ვებგვერდი, 27.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №501 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 დეკ. 2025
  2. 1 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 17 აპრ. 2025
წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 46

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარკოტიკების კულტივაციის დაცვა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება (მუხლი 260/265)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კანაბისის სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

4
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-12-17
1
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ნარკოტიკული დანაშა… 3მუხლი 3მუხლი 45მუხლი 9საქართველოს საგადა… 9საქართველოს საგადა… 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 246მუხლი 313მუხლი 239საქართველოს სისხლი… 273

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 100²მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ან/და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/და რეალიზაცია
  • 155³თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისა და განლაგებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა
  • 45ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 273ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება
  • 265¹ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება
  • 260³ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაცია

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 37²უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა
  • 37⁴ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევა
  • 37⁹ამ კანონის 11 2 მუხლის მიხედვით პირველი ან მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის არასრულწლოვნისათვის მიყიდვა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 96წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა

თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • 10თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
273265¹260³34539246313239100²155³9916845¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ნარკოტიკული დანაშაულის…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026