Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 45

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:ნარკოტიკული დანაშაულებისაზოგადოებრივი ჯანმრთელობის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.(ამოღებულია – 30.11.2018, №3774) .

2.ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45​ 1 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45​ 1 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

3.ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45​ 1 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. შენიშვნა:

1.პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

2.( ამოღებულია - 16.04.2025, №501 ).

3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისთვის წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს.

4.( ამოღებულია - 16.04.2025, №501 ).

5.( ამოღებულია - 16.04.2025, №501 ).

6.პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.

7.თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა, პოლიციელი უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის შემოწმება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად.

8.პოლიციელი უფლებამოსილია პირს შესთავაზოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით გადაყვანა.

9.ამ შენიშვნის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია უარი თქვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით გადაყვანაზე. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია პოლიციელის მიერ გამოწერილი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, მისი გამოწერიდან არაუგვიანეს 4 საათისა საკუთარი ნებით ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

10.ამ შენიშვნის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული საქმის მწარმოებელი ორგანო ლაბორატორიული გამოკვლევის ჩამტარებელი ორგანოსგან გამოითხოვს ინფორმაციას პირის მიერ ამ გამოკვლევის ჩატარების ფაქტისა და გამოკვლევის შედეგების შესახებ.

11.პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანის შემთხვევაში მის მიერ ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა, პოლიციელის მიერ გამოწერილი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩაუტარებლობა ან ამ გამოკვლევის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად.

12.თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების შედეგად დადგინდა პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტი, პირს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის ვადაში ჩაიტაროს აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში  დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

13.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი, მათ შორის, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების უფლება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4191 – სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.359 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1895 – ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3538 – ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის  2016 წლის 22 დეკემბრის განჩინება №1/16/770 – ვებგვერდი, 27.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1222 – ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება №1/3/1282 – ვებგვერდი, 03.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/697 – ვებგვერდი, 22.11.2024წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №501 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1621 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №621 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 მაი. 2025 – 1 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 23 იან. 2019 – 1 აპრ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 29

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2026
  2. 17 დეკ. 2025
  3. 1 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 17 აპრ. 2025
  4. 30 მაი. 2025
  5. 22 ნოე. 2024
  6. 18 ივნ. 2024
  7. 27 ივლ. 2023
  8. 30 დეკ. 2020
  9. 16 ნოე. 2020
  10. 7 აგვ. 2019
  11. 9 ივლ. 2019
  12. 23 აპრ. 2019
  13. 1 აპრ. 2019· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2018

    45-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულია, მე-2 ნაწილის გამონაკლისი 45¹ მუხლზე გადამისამართდა, ხოლო შენიშვნის მე-2 და მე-3 ნაწილებში გამოკვლევაზე წარდგენის საფუძველი ახლა „საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის“-ია.

  14. 24 ოქტ. 2018
  15. 3 აგვ. 2018

    მე-2 ნაწილის წინ ჩაიწერა აღნიშვნა, რომ პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს (35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას), ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

  16. 11 ივლ. 2018

    მე-3 ნაწილში გამოკვლევაზე წარმდგენი ორგანო სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის ნაცვლად სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტია; მე-4 ნაწილში მინისტრის სახელწოდებას დაემატა დევნილთა საკითხები.

  17. 28 ივლ. 2017

    45-ე მუხლის ძველი ერთიანი სანქცია ჩანაცვლდა ორნაწილიანი რეგულაციით: კანაფსა და მარიხუანაზე — ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაოები, სხვა ნარკოტიკებზე — ჯარიმა ან გამონაკლისად პატიმრობა; შენიშვნაში, მე-4 და მე-5 ნაწილებში შევიდა ტექსტობრივი დაზუსტებები.

  18. 27 დეკ. 2016

    45-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლოს დაემატა შენიშვნა, რომ ძალადაკარგულია ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობა მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენის, შენახვისა და მოხმარების გამო; დაემატა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მითითებაც.

  19. 1 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

    45-ე მუხლის შენიშვნას დაემატა მე-3 ნაწილი, რომელიც გენერალური ინსპექციის თანამშრომელს აკისრებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა გამოკვლევაზე წარდგენას ნარკოტიკის მოხმარების საფუძვლიანი ეჭვისას.

  20. 18 აგვ. 2014

    შენიშვნის პირველ პუნქტს დაემატა „განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან“; 2¹ პუნქტი ამოღებულია და მისი შინაარსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასახელებით მე-3 პუნქტში ჩამოყალიბდა, ხოლო ფაქტის დადგენის წესის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრის ნორმა მე-4 პუნქტად დაემატა.

  21. 5 იან. 2014· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    45-ე მუხლს დაემატა 2¹ ნაწილი, რომლითაც შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნარკოტიკის მოხმარების საფუძვლიანი ეჭვის მქონე მოსამსახურეს გამოსაკვლევად წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოს.

  22. 20 დეკ. 2011
  23. 14 ივლ. 2011

    45-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვით სამართალდარღვევისთვის პირს იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით ჩამოერთმევა.

  24. 29 დეკ. 2006

    შენიშვნის მე-2 ნაწილში გამოსაკვლევად წარდგენის საფუძველი სიმთვრალის მდგომარეობის ეჭვიდან გადავიდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების საფუძვლიან ეჭვზე; დაემატა მე-3 ნაწილი ერთობლივი ბრძანებით დადგენის წესის შესახებ.

  25. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    45-ე მუხლის სანქცია ახლა არის ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, გამონაკლისად კი პატიმრობა 30 დღემდე; გამასწორებელი სამუშაოები აღარ არის ჩამოთვლილი. შენიშვნა გახდა 1-ლი პუნქტი და მას დაემატა მე-2 პუნქტი სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირის გამოკვლევაზე წარდგენის შესახებ.

  26. 14 მაი. 1999
  27. 17 მარ. 1994

    45-ე მუხლში ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით უკანონო შეძენის, შენახვის ან ხმარების ჯარიმა გადავიდა შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობაზე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ზღვარი ოცდაათ დღემდე გაიზარდა.

  28. 31 აგვ. 1992

    45-ე მუხლში ჯარიმის ზღვარი ხუთას მანეთამდე გაიზარდა, გამასწორებელი სამუშაოების ვადა ერთიდან ექვს თვემდეა; დაემატა დეკრეტის მითითება.

  29. 30 სექ. 1987

    45-ე მუხლი გაფართოვდა მცირე ოდენობით უკანონო შეძენასა და შენახვაზე, ხოლო სანქცია ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე ჯარიმიდან შეიცვალა ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოებით ან გამონაკლისად ადმინისტრაციული პატიმრობით; დაემატა შენიშვნა ნებაყოფლობით ჩაბარებისას პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 44⁹შემდეგი მუხლი 45¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარკოტიკების შეძენის დაცვა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნარკოტიკული დანაშაული: შეძენა-შენახვა (მუხლი 260)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტი და გასაღება (მუხლი 260/262)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება (მუხლი 260/265)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 29 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 32 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ნარკოტიკული დანაშა… 3მუხლი 1მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 273მუხლი 45¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 115²სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება
  • 100²მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ან/და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/და რეალიზაცია
  • 45¹მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 273ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება
  • 260ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა
  • 264ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

  • 4ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აკრძალვა

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 37²უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა
  • 37⁴ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევა

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 6უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და მათი შემცველი პრეპარატების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები
  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2732602643245¹13115²100²37²37⁴63445
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ნარკოტიკული დანაშაულის…ახალი ფსიქოაქტიური ნივ…წამლისა და ფარმაცევტულ…ნარკოტიკული საშუალებებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026