Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 100²

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 100². მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ან/და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/და რეალიზაცია

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ნარკოტიკული დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ან/და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/და რეალიზაცია – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 60 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 12 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას. შენიშვნა:

1.ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები განისაზღვრება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2.პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.

3.ამ მუხლით გათვალისწინებულ ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარეში, მათ შორის, იგულისხმება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით განსაზღვრული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალება − მცენარე კანაფი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2081 – სსმ I, №37, 30.11.2009წ., მუხ.279 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №925 – ვებგვერდი, 03.07.2025 წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 ივლ. 2025
წინა მუხლი 100¹შემდეგი მუხლი 101

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარკოტიკების კულტივაციის დაცვა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნარკოტიკების შეძენის დაცვა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნარკოტიკული დანაშაული: შეძენა-შენახვა (მუხლი 260)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტი და გასაღება (მუხლი 260/262)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-03
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ნარკოტიკული დანაშა… 3მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

ნარკოტიკული დანაშა… 3ნარკოტიკული დანაშა… 6ნარკოტიკული დანაშა… 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 45¹მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა
  • 45ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება
  • 151²საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 265¹ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება
  • 265(ამოღებულია)
  • 273ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 72პასუხისმგებლობა მცენარეთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 37⁴ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევა
  • 37²უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 13პასუხისმგებლობა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 40¹სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
265¹265273365345¹45151²37⁴37²7213168100²
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული დანაშაულის…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…სურსათის/ცხოველის საკვ…წამლისა და ფარმაცევტულ…სავალდებულო სერტიფიცირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026