1.ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო რეალიზაცია – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
4.ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაცია – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
5.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
6.ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა:
1.ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
2.ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე.
3.ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.




