„ამნისტიის შესახებ“

მუხლი 1

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაიაგიორგი გუბელაძე

1.გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.

2.გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს.

3.გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამ კანონის მიღების დროისათვის მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით .

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 61

ყველა გადაწყვეტილება
  • №1079აპ-102011-02-088
    საკასაციო არსებითი (T2)

    აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის წინაპირობა

    საკასაციო პალატამ განიხილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით მკვლელობაზე გადაკვალიფიცირების, ხულიგნობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საკითხები და მსჯავრდებულთა საჩივრები არ დააკმაყოფილა. პალატამ დაადგინა, რომ გირაოს შემტანის კანონით გათვალისწინებული გაფრთხილება საქმით არ დასტურდებოდა, ამიტომ სააპელაციო განაჩენი მხოლოდ გირაოს ნაწილში შეცვალა და შემტანს 5000 ლარი დაუბრუნა. უცვლელი დარჩა სამი მსჯავრდებულის საბოლოო სასჯელი: შესაბამისად, 15 წლით, 6 წლითა და 6 თვით და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მეორე მსჯავრდებულს დამატებით დაეკისრა 4000 ლარის ჯარიმა.

  • №31-262026-01-2934
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიიდან გამორიცხული დანაშაულები

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, ვრცელდებოდა თუ არა მსჯავრდებულზე 2024 წლის ამნისტიის კანონი. პალატამ დაასკვნა, რომ დარჩენილი დანაშაულები ამნისტიიდან გამორიცხული იყო, ხოლო ნარკოტიკულ დანაშაულებზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან მსჯავრდებული უკვე გათავისუფლებული იყო. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამნისტიის გავრცელებაზე უარის შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა; ადრე განსაზღვრული სასჯელი იყო 22 წელი და 6 თვე, რომლის მოსახდელი ნაწილიც 2022 წლის ამნისტიით 75 დღით შემცირდა.

  • №122აგ-152016-02-2511
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შემსუბუქებული სისხლის სამართლის კანონის უკუქცევითი მოქმედება

    საკასაციო პალატამ განიხილა, მოითხოვდა თუ არა სისხლის სამართლის კანონის შემსუბუქება მსჯავრდებულისთვის მინიმალური სასჯელის დანიშვნას. პალატის განმარტებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვისას სასჯელი მცირდება, თუ იგი ახალი კანონის სანქციის მაქსიმუმს აღემატება; სანქციის ფარგლებში არსებული სასჯელის სამართლიანობის ხელახალი შეფასება კი დაუშვებელია. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საბოლოო სასჯელი — ექვსი წლითა და ოცდაორი დღით თავისუფლების აღკვეთა.

  • №782აგ-132014-02-0719
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა

    მსჯავრდებული ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შეკრების წესში შესული ცვლილებების საფუძველზე. საკასაციო პალატამ დაადგინა რეციდივი და მიიჩნია, რომ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით ან შთანთქმით სასჯელის შემცირება აშკარად ლმობიერი იქნებოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა სააპელაციო განაჩენი, რომლითაც გადასინჯვაზე უარი ითქვა; მოსახდელი სასჯელი იყო 3 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

  • №1015აგ-132014-01-1318
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა

    საკასაციო პალატამ განიხილა განაჩენთა ერთობლიობისას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შთანთქმის მოთხოვნა. მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, პალატამ შთანთქმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №83აგ-132013-10-1712
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ამნისტიის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლება

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის მოთხოვნა ამნისტიის საფუძველზე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისა და სასჯელის შემცირების შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ხოლო სასჯელთა შთანთქმა ან სასჯელის სხვაგვარად შემცირება მიზანშეწონილი არ იყო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ექვსი წლითა და ოცდაორი დღით თავისუფლების აღკვეთა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26027324112867972351
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა