ამნისტიის შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 27 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაიაგიორგი გუბელაძე

1.ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა), 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 273 1 მუხლის მე-7 ნაწილით.

2.ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 133-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა), 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 200 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 240 1 მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) ან 245-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3.ერთი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს იმავე პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

4.პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 78

ყველა გადაწყვეტილება
  • №868აპ-252026-01-1457
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის დისკრეცია

    საკასაციო პალატამ შეაფასა სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და წინა განაჩენებით დანიშნულ სასჯელებზე ამნისტიის გავრცელების საკითხები. პალატამ დაცვის საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა ამნისტია გამოიყენა წინა განაჩენებით დანიშნულ მოუხდელ სასჯელებზე. საბოლოოდ მსჯავრდებულს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

  • №92აპ-252025-06-2633
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების დასრულების მომენტი

    საკასაციო პალატამ შეაფასა, წარმოადგენდა თუ არა ნარკოტიკული საშუალების ორ შემთხვევაში გადაცემა უკანონო გასაღებას თუ შეძენაში დახმარებას. პალატამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულს რეალიზაციის მიზანი ჰქონდა, დაცვის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განაჩენი ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტის ნაწილში შეცვალა. საბოლოო სასჯელად დარჩა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №10აპ-252025-06-1963
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სასჯელის სამართლიანობა და ინდივიდუალიზაცია

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა ორი მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა და ამნისტიის გამოყენება ერთ-ერთი მათგანის წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელზე. პალატამ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა ამნისტიის საფუძველზე შეცვალა განაჩენი წინა სასჯელის ნაწილში. საბოლოოდ ძალაში დარჩა თავისუფლების აღკვეთა ერთი მსჯავრდებულისთვის რვა წლითა და ოთხი თვით, მეორისთვის კი შვიდი წლით, ორი თვითა და თორმეტი დღით.

  • №1384აპ-242025-06-1778
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    თაღლითობისა და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ერთობლიობა

    საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ თაღლითობისათვის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება მოცემულ საქმეში ცალკე კვალიფიკაციას საჭიროებდა. პალატამ ორივე პირი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან მნიშვნელოვანი ზიანი თაღლითობამ გამოიწვია, და პროკურორის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო ჯარიმა თაღლითობის ჩამდენისთვის 5000 ლარით, ხოლო დამხმარისთვის 4000 ლარით განისაზღვრა.

  • №1214აპ-242025-04-1629
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    განგრძობადი დანაშაულის ერთიანი მიზანი და საერთო განზრახვა

    უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის არგუმენტი, რომ ნარკოტიკული საშუალებების შეძენისა და შენახვის ორი ეპიზოდი ერთ განგრძობად დანაშაულს წარმოადგენდა, და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლაც არ მიიჩნია მიზანშეწონილად. სასამართლომ ამნისტიის საფუძველზე ორივე ეპიზოდისთვის დანიშნული რვაწლიანი სასჯელი ექვს წლამდე შეამცირა, ხოლო გასაღების მომზადებისთვის დანიშნული თოთხმეტწლიანი სასჯელი უცვლელად დატოვა. შთანთქმის წესით საბოლოო სასჯელი განისაზღვრა თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთით.

  • №202აპ-252025-03-1247
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ჯგუფურად ჩადენილი ცემა

    საკასაციო პალატამ განიხილა ჯგუფური ცემისთვის მსჯავრდებულთა პირობითი სასჯელის გამკაცრებისა და ამნისტიის გამოყენების საკითხები. პალატამ პროკურორის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რადგან სასჯელის უსამართლობა ან მისი მიზნების მიუღწევლობა არ დასტურდებოდა. ამნისტიის საფუძველზე მან თითოეულ მსჯავრდებულს ერთი წლით შეუმცირა დანიშნული სასჯელი და გაათავისუფლა პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
130133260132764514158923
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ“ამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა