Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიმუხლი 300

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 300. უკანონო თევზჭერა

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:გარემოს დაცვის დანაშაულებისატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება ან აღნიშნული პირის მიერ იმ თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2.საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ორმოცდაათ საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3.100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით უკანონო თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას ოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

4.ელექტროდენით, თევზჭერის ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამას ოციდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1627 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.113 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2477 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.395 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის კანონი № 7 24 – ვებგვერდი, 03.07.2013წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3669 – ვებგვერდი, 30.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4305 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.

წინა მუხლი 299²შემდეგი მუხლი 301

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უკანონო თევზჭერა (მუხლი 300)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო ნადირი/კვამლე5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო ნადირობა (მუხლი 301)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ველური ბუნების სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №296

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 86საქართველოს ადმინი… 86

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 292წყლის დაბინძურება
  • 301უკანონო ნადირობა
  • 293ზღვის დაბინძურება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 86³არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული ქმედებები
  • 86თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების, ნადირობის წესების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა
  • 86¹ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 30თევზჭერა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

მოქალაქის საარჩევნო უფლების განხორციელების ხელის შეშლისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

  • 139მოქალაქის

მოქალაქის საარჩევნო უფლების განხორციელების ხელის შეშლისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

  • 139მოქალაქის

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 17უცხო ქვეყნის გემის მიერ მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
86292301293178686³86¹1393047139300
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ცხოველთა სამყაროს შესა…ნარჩენების მართვის კოდ…მოქალაქის საარჩევნო უფ…მოქალაქის საარჩევნო უფ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026