Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 86³

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 86³. არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული ქმედებები

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:გარემოს დაცვის დანაშაულებიწყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში, უცხო ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ღია ზღვაში ასეთი გემის გამოყენებით არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული რომელიმე შემდეგი ქმედების ჩადენა (ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა): ა) თევზჭერა ან/და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ავტორიზაციის ან/და შესაბამისი სანაპირო ქვეყნის მიერ გაცემული თევზჭერის ლიცენზიის/ნებართვის გარეშე; ბ) თევზჭერის ან/და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემის (VMS) გარეშე ან სათანადო სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით; გ) ელექტრონული სარეწაო ჟურნალის წარმოების ვალდებულების ან/და თევზჭერის ან/და თევზის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა; დ) თევზჭერის პროცესის უწყვეტი ვიდეოგადაღების ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და სათანადო უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის წარუდგენლობა; ე) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის გემიდან სხვა გემზე გადატვირთვამდე სათანადო სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებული ინფორმაციის შეუტყობინებლობა; ვ) აკრძალულ ტერიტორიაზე თევზჭერა, აკრძალულ დროს თევზჭერა ან/და თევზის კვოტის გარეშე დაჭერა ან დადგენილ კვოტაზე მეტი ოდენობის თევზის დაჭერა; ზ) აკრძალული სახეობის თევზის დაჭერა ან/და თევზჭერისთვის აკრძალული ან შეუსაბამო მოწყობილობის/იარაღის თევზის დასაჭერად გამოყენება; თ) თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის ამოსაცნობი ნიშნის ან რეგისტრაციის დოკუმენტის გაყალბება ან დამალვა; ი) ამ ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული მტკიცებულების დამალვა, განადგურება ან/და დაზიანება; კ) სათანადო უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლისთვის შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა; ლ) დაშვებულზე მცირე ზომის თევზის მოპოვება, გადაზიდვა, ხმელეთზე გადმოტვირთვა ან/და სხვა გემზე გადატვირთვა; მ) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის გემიდან ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში შეტანილ გემზე გადატვირთვა ან ასეთ გემთან ერთად თევზჭერის ერთობლივ ოპერაციაში მონაწილეობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების იმავე ნაწილით ან ამ ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 5 წლის განმავლობაში ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების რვამაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (გემი და თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი 500 ტონის ან 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის გამოყენებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების იმავე ნაწილით ან ამ ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 5 წლის განმავლობაში ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების რვამაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (გემი და თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.

5.საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში, უცხო ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ღია ზღვაში ასეთი გემის გამოყენებით არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული რომელიმე შემდეგი ქმედების ჩადენა: ელექტრონული სარეწაო ჟურნალის დაგვიანებით ან/და ხარვეზით წარმოება ან/და თევზჭერის ან/და თევზის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის დაგვიანებით ან/და ხარვეზით წარდგენა, რამაც სათანადო უფლებამოსილ ორგანოს თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის შესახებ ჯეროვანი ინფორმაციის მიღებაში ხელი შეუშალა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

6.ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში შეტანილ გემზე საქართველოს მოქალაქის შრომით ურთიერთობაში ყოფნა ან საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში, უცხო ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ღია ზღვაში არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის ხელშეწყობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

7.საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ იმ გემის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში ქონა, რომელიც შეტანილია ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით.

8.საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის იმ პირზე გასხვისება ან იმ პირისთვის სარგებლობაში გადაცემა, რომელიც ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში შეყვანილია ამ ნუსხაში შეტანილი გემის მესაკუთრედ/თანამესაკუთრედ/ბენეფიციარ მესაკუთრედ ან/და ასეთი გემის მართვაში/საქმიანობაში მონაწილე პირად, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 300 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.ამ მუხლის მიზნებისთვის თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულებაში იგულისხმება აღნიშნული პროდუქტის ის საბაზრო ღირებულება, რომელიც განსაზღვრულია საქართველოში, ხოლო ასეთი საბაზრო ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − აღნიშნული პროდუქტის საერთაშორისო საბაზრო ღირებულება.

2.ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი თევზჭერის ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − აღნიშნული სააგენტოს მიერ შესაბამისი თევზჭერის ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძველი. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.

წინა მუხლი 86²შემდეგი მუხლი 86⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უკანონო თევზჭერა (მუხლი 300)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო ნადირი/კვამლე3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თევზაობის უფლებები და ნებართვებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 222მუხლი 261მუხლი 252

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 86⁴არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან რეექსპორტი ან/და ასეთი პროდუქტით საერთაშორისო ვაჭრობა
  • 89³დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ან ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის გამოყენებით განხორციელება
  • 86¹ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 300უკანონო თევზჭერა

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 30თევზჭერა

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 17უცხო ქვეყნის გემის მიერ მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევა
  • 66უცხო ქვეყნის გემის დევნის წესი
  • 65უცხო ქვეყნის გემის ცხელ კვალზე დევნა და დაკავება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 21საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში სხვა სახელმწიფოს გემისათვის სარეწი, კვლევითი და ჰიდროგრაფიული საქმიანობის აკრძალვა
  • 20უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიერ ნავიგაციის და სხვა წესების დაცვის ვალდებულებანი

საზღვაო კოდექსი

  • 13—

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 8საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების ცურვის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30017666522226125286⁴89³86¹13212030886³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026