Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 86

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 86. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების, ნადირობის წესების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:გარემოს დაცვის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²3456789101112131415161718192021

1.სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

2¹.წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

2².ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

3.თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

5.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

7.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

9.საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

10.100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 500 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

11.100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

12.თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

13.ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ნადირობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

14.ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

15.ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე ნადირობისას ნადირობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

16.ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

17.ნადირობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-13–მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

18.ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

19.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-13–მე-18, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

20.იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით ნადირობა, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-13–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა), – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

21.ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით. შენიშვნა:

1.ამ მუხლის მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაცია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნადირობის განმახორციელებელ პირზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ არ არის გაცემული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.თუ ამ მუხლის მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნადირობის განმახორციელებელ პირს თან არ აქვს ამ შენიშვნის პირველი ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტი, სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვის დასრულებამდე ჩამოერთმევა ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მისი დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ხდება საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

3.ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-12 ნაწილებისა) გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები და, თუ მისი/მათი მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი არ არის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შემდგენი ორგანო უფლებამოსილია მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები დადგენილი წესით დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ გაანაწილოს სოციალური მიზნებისათვის, ხოლო თუ მოპოვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტს/ობიექტებს საკვებად უვარგისობის დამადასტურებელი ნიშნები ახასიათებს (შეცვლილი აქვს ჩვეული ფერი ან/და აღენიშნება ჯანსაღი პროდუქციისათვის უჩვეულო, უსიამოვნო სუნი) – დაუყოვნებლივ გაანადგუროს იგი/ისინი დამარხვით ან შესაბამის ინსინერატორში დაწვით.

4.თუ ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის საბოლოო გადაწყვეტილებით პირს დაუბრუნდება ჩამორთმეული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები, ეს პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ცხოველთა სამყაროს ობიექტის/ობიექტების ჩამორთმევის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5.თევზჭერის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

6.ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტი დაუყოვნებლივ გაუშვას შესაბამის ბუნებრივ გარემოში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32 საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3054 – სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.174 საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის კანონი № 7 23 – ვებგვერდი, 03.07.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №538 · ძალაშია 30 ნოე. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 მაი. 2025
  2. 30 ნოე. 2023
  3. 4 სექ. 2023· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2023
  4. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 10 მაი. 2018

    მე-14 და მე-15 ნაწილები ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა მე-16–21 ნაწილები ფიქსირებული ჯარიმებითა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1–3 წლით. შენიშვნის 1–3 ნაწილებში მითითებები გადაკეთდა მე-13, მე-15 და მე-12 ნაწილებზე, ხოლო დაემატა მე-5 და მე-6 ნაწილები თევზჭერის ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო ჯარიმის გასამმაგებისა და ცხრამაგების შესახებ.

  5. 14 მარ. 2016

    86-ე მუხლის შენიშვნას დაემატა მე-3 ნაწილი ჩამორთმეული ობიექტის გადანაწილებისა და განადგურების წესით და მე-4 ნაწილი დაბრუნების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების უფლებით.

  6. 16 მაი. 2014

    86-ე მუხლის მე-12 ნაწილში კონფისკაცია გავრცელდა სანადირო იარაღსა და მოწყობილობაზე, ხოლო ახალი შენიშვნა ადგენს იარაღის კონფისკაციის პირობებს და დროებით ჩამორთმევის წესს.

  7. 17 ივლ. 2013· გამოქვეყნდა 3 ივლ. 2013

    მე-7 და მე-8 ნაწილები თევზჭერის განმეორებით და აკრძალული საშუალებებით ჩადენილ დარღვევებზე გადაკეთდა, ხოლო მე-9 ნაწილი ეხება 100 ტონამდე სატრანსპორტო საშუალებით დარღვევას; ნადირობის დარღვევების სანქციები გადატანილია ახალ მე-12–მე-15 ნაწილებში, დამატებულია მე-10 და მე-11 ნაწილებიც.

  8. 3 ივნ. 2010· გამოქვეყნდა 20 მაი. 2010

    მე-5 ნაწილიდან ამოღებულია შელფზე, ტერიტორიულ წყლებსა და ეკონომიკურ ზონაში თევზსარეწი იარაღით მოპოვების აღწერა, ხოლო გამონაკლისის დათქმაში პირველი ნაწილიც დაემატა. ამოღებული მე-6 ნაწილის ნაცვლად შევიდა თევზჭერის ლიცენზიის პირობების დარღვევის ნორმა და ნადირობასთან დაკავშირებული მე-7–მე-9 ნაწილები.

  9. 1 თებ. 2010· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2009

    86-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომელიც ზღვის ნაკრძალ რაიონში აკრძალულ დროს ან ადგილას ჩადენილ ქმედებაზე ზრდიდა პასუხისმგებლობას, ამოღებულია.

  10. 18 აგვ. 2006· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2006

    მე-5 ნაწილს დაემატა მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის გამონაკლისი და ჯარიმის ზღვრები სიტყვიერად ჩამოყალიბდა; მე-6 ნაწილი ახლა მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას უკავშირდება და მისი ჯარიმაც სიტყვიერადაა ჩამოყალიბებული.

  11. 7 აგვ. 2002· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2002

    86-ე მუხლი დაიყო ნაწილებად (1–4) და დაემატა მე-5 და მე-6 ნაწილები ზღვაში უკანონო თევზჭერისთვის 30000–50000 და 50000–70000 ლარიანი ჯარიმით კონფისკაციასთან ერთად.

  12. 30 ივლ. 1996

    86-ე მუხლში ნადირობის წესების უხეში დარღვევის ჯარიმა მოქალაქეებისთვის ორმოცდაათ, თანამდებობის პირებისთვის ასორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე გაიზარდა.

  13. 17 მარ. 1994

    86 მუხლის ორივე ნაწილში ჯარიმის ზღვრები გახდა შრომის ანაზღაურების ხუთი (მოქალაქეები) და ათი (თანამდებობის პირები) მინიმალური ოდენობა; კონფისკაციისა და ნადირობის უფლების ჩამორთმევის სანქციები უცვლელია.

  14. 31 ოქტ. 1985
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 85⁵შემდეგი მუხლი 86¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უკანონო თევზჭერა (მუხლი 300)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 14 ცვლილება · ბოლო 30 მაი. 2025
  • ციტირებულია 12 მუხლი
  • 23 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 232

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 300ადმინისტრაციული სა… 1მუხლი 222მუხლი 239მუხლი 24მუხლი 249მუხლი 252მუხლი 262მუხლი 295მუხლი 38მუხლი 84„ადმინისტრაციული ს… 1

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 86¹ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა
  • 89³დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ან ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის გამოყენებით განხორციელება
  • 181⁶თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტროიარაღის უკანონო ბრუნვა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 300უკანონო თევზჭერა
  • 292წყლის დაბინძურება

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 30თევზჭერა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 15ობიექტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა
  • 25მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 72პასუხისმგებლობა მცენარეთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 40¹სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 135მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვება

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 23¹გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
300123222223924249252262295388486¹89³186
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026